ჩემპიონატი

Mobile Legends Bang Bang - ჩემპიონატი

🏆🏆🏆 პირველი დეკემბრიდან სტარტს იღებს არნახული ჩემპიონატი ჩვენს საყვარელ თამაშში. რეგისტრაცია გაგრძელდება შვიდ დეკემბრამდე. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 600 ლარი.
 გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წესებს!



წესები
 
1. რეგისტრაცია

1.1. ჩემპიონატზე დარეგისტრირებისთვის სქუადის შემადგენლობაში უნდა იყოს მინიმუმ 6 მაქსიმუმ 9 მონაწილე.
1.2 რეგისტრაციის გავლისას სქუადის ლიდერმა უნდა წარმოადგინოს სუადის შემადგენლობაში მყოფი პირების თამაშის აიდი და მათი facebook მისამართი. 
1.3. სქუადის დასახელებაში უნდა იყოს დაცული ცენზურა.
1.4. ჩემპიონატში მონაწილე მოთამაშის სახელში უნდა იყოს დაცული ცენზურა.
1.5. სქუადის სახელი და მოთამაშის ნიქნეიმი არ უნდა შეიცავდეს რომელიმე კომპანიის ან ბრენდის დასახელებას.
1.6. ყველა დარეგისტრირებული მონაწილე ვალდებულია იყოს გაწევრიანებული ადმინისტრაციის მიერ შექმნილ facebook გვარდზე, სადაც დაიდება სიაახლეები და განიხილება ჩემპიონატის მიმნდინარეობა.
1.7. რეგისტრაცია გაგრძელდება 7 დღე.
1.8. რეგისტრაციის მსურველი სქუადის ყველა მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ Legend V.
1.9. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოხსნას რეგისტრაციიდან დარეგისტრირებლი სქუადი თუ მათი მოწოდბული ინფორმაცია არ იქნება ზუსტი. ასე რომ ყურადღებით მოეკიდეთ სარეგისტრაციო ფორმას და შეავსეთ ზუსტი ინფორმაციით.
                                        
2. განრიგი

2.1. თამაში გაიმართება ფიქსირებული გრაფიკით.
2.2. თამაშები გაიმართება სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირა დღეს.
2.3. სქუადები ვალდებულები არიან ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ დროს შემოვიდნენ ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ლობიში.
2.4. თამაში დაიწყება მაშინ, როდესაც ადმინისტრაციის მიერ მოხდება სქუადის წევრების გადამოწმება.
2.5. დანიშნული დროიდან 15 წუთის განმავლობაში თუ არ გამოცხადდება რომელიმე სქუადი სრული შემადგენლობით, იგი მიიღებს ტექნიკურ წაგებას.
2.6. თუ ორივე სქუადი არ გამოცხადდება სრულად, ორივე სქუადი მიიღებს ტექნიკურ წაგებას.
2.7. თითოეული სქუადიდან ლობიში დაშვებულია არაუმეტეს 5 მონაწილე.
2.8. სპექტატორებში დაიშვება მხოლოდ ადმინისტრაცია და ადმინისტრაციის მიერ დაშვებული პირები.

3. ცვლილებები/სქუადები.

3.1. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ადმინისტრაცია დანიშნავს დღეს როდესაც მონაწილე სქუადებს შეეძლებათ შეიტანონ ცვლილებები სქუადის შემადგენლობაში.
3.2. სქუადებს უფლება აქვთ დაიმატონ მხოლოდ თავისუფალი მოთამაშე. 
3.3. თავისუფალი მოთამაშის დამატება ნიშნავს დაიმატო სქუადის შემადგენლობაში ისეთი მოთამაშე რომელიც არ ყოფილა ჩემპიონატში რეგისტრირებული. 
3.4. თითო მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ ერთი აქაუნთიდან მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში.
3.5. შემდეგი ეტაპის დაწყებამდე 24 საათით ადრე უნდა აცნობონ სქუადის ლიდერებმა ადმინისტრაციას  შესრულებული ცვლილებების შესახებ.

4. სამართლიანი თამაში/ურთიერთპატივისცემა


4.1. ჩემპიონატის მონაწილეები ვალდებულები არიან დაიცვან ცენზურა როგორც სხვა მოთამაშეების მიმართ ასევე ადმინისტრაციის, სტრიმერების, კომენტატორების და მაყურებლების მიმართ.
4.2. ჩემპიონატის მონაწილეებმა უნდა გვანახონ სამართლიანი თამაში და მოერიდნონ არასპორტულ საქციელს.
4.3. აკრძალულია თამაშში დამხმარე გამაძლიერებელი პროგრამის გამოყენება.( მაფჰაკი, დრონი და ა.შ.)
4.4. თამაშის მიმდინარეობისას სქუადებს შეუძლიათ ისარგებლონ პაუზით და რეჰოსთით.
4.5. პაუზა დაშვებულია 2 ჯერ ერთი თამაშის განმავლობაში, თითო პაუზის ხანგრძლივობა 3 წუთი. პაუზის მოთხოვნა თიმფაითის დროს არ შეიძლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში დაპაუზდება თიმფაითის დასრულების შემდეგ.
4.6. რეჰოსტი არის დაშვებული მხოლოდ თამაშის დაწყებიდან 2 წუთის განმავლობბაში. თითოეულ სქუადს აქვს რეჰოსტის ერთხელ გამოყენების უფლება.
4.7. რეჰოსთის მოთხოვნა არის შესაძლბებლი მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე მხარეს აქვს ე.წ. ms მაღალი, ამის დასამტკიცებლად მათ უნდა წარმოადგინონ სქრინი სადაც ჩანს ms.
4.8. რეჰოსთის შემთხვევაში სქუადები ვალდებულები არიან დაბანონ და აიღონ იგივე გმირები, იგივე სპელებით და ემბლემებით რაც ჰქნოდათ რეჰოსთამდე.
4.9. რეჰოსთის დროს თუ რომელიმე სქუადი შეიტანს ცვლილებებს ან გმირების ბანში, ან გმირების არჩევაში, ან სპელებში ან ემბლემებში, ასეთ სქუადს აღნიშნული თამაში ჩაეთვლება ტექნიკურ წაგებად.
4.10. თამაშის ჩატვირთვისას მოწინააღმდეგე სქუადებმა უნდა გააკეთონ თამაშის სქრინი, ასევე პაუზის შემდეგ უნდა გაკეთდეს სქრინი და თუ კი რომელიმე მოთამაშეს თამაშიდან გააგდებს აუცილებლად უნდა გეკეთდეს სქრინები.
4.11. სქუადის ლიდერმა უნდა შეკრიბოს ყველა სქრინი მათი თამაშების დასრულების შემდეგ და სრულად უნდა წარუდგინოს ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ პირს, თამაშის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 წუთში.
4.12. თუ 4.11. ში მითითებულ დროს გადააცილებს სქუადის ლიდერი, ასეთი სქრინები არ მიიღება.
4.13. ყველა სადაო სიტუაცია განიხილება ადმინისტრაციის მიერ. 
4.14. თუ კი  გაქვთ რაიმე ინფორმაცია დარღვევებზე მიმართეთ ადმინისტრაციას მხოლოდ და მხოლოდ დამამტკიცებელი საბუთით.

5. ზოგადი

5.1. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს ცვლილებები წესებში.
5.2. ჩემპიონატის ყველა მონაწილე წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაასაჯაროოს მიმდინარე ინფორმაცია.
5.3. ჩემპიონატის თამაშები ჩატარდება Custom draft/pick ლობიში.
5.4. სათამაშო ლობის ქმნის ადმინისტრაცია.
5.5. მოწინააღმდეგე სქუადების მხარეებს (ლურჯი/წითელი) განსაზღვრავს ადმინისტრაცია პირდაპირ ეთერში მონეტის საშუალებით.
5.6. ადმინისტაციის წარმომადგენლებს ეკრძალებათ ჩემპიონატში მონაწილეობის მითება.
5.7. მონაწილე სქუადებს და მათ წევრებს არ  აქვთ უფლება შეცვალონ სქუადის ან მოთამაშის სახელი ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
5.8. ადმინისტაციას აქვს უფლება დანიშნოს თამაშებს შორის 15 წუთიანი შესვენება.
5.9. ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს უფლება მიიღოს შემდეგი სანქციები:
ა) პირადი ან საჯარო შენიშვნა
ბ) პრიზის კონფისკაცია
გ) მიმდინარე თამაშიდან დისკვალიფიკაცია
დ) ტურნირიდან დისკვალიფიკაცია
ე) დისკვალიფიკაცია მომდევნო 3 თამაშში
ვ) ადმინისტაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვა.
5.10. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას სტრიმის მასალა გამოიყენოს რეკლამისთვის, ტიზერისთვის და ანონსისთვის.
5.11.მოანწილე სქუადის წევრები ვალდებული არიან ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახის და ტიპის რეკლამებში, ინტერვიუებში, ფოტო და ვიდეო გადაღებებში, ტურნირის ფარგლებში.
5.12. (5.11.) პუნქტში აღნიშნულ  აქტივობებში მონაწილეობის მიღების სარგო განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ.
5.13. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს თამაშის ბაგებზე.
5.14. პრიზების გაცემა მოხდება ფინალის თამაშის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
5.15. სამომავლო ჩემპიონატებისთვის იდეების/შენიშვნების მოწოდება შეგიძლიათ ამ საფოსტო მისამართზე: joxadze.gg@gmail.com

6. თამაშის მიმდინარეობა

6.1. თამაშის დაწყებიდან 30 წამამდე უნდა გაკეთდეს სქრინი.
6.2. თუ კი თამაში საჭიროებს რეჰოსთს ან პაუზას ამის შესახებ საერთო ჩატში უნდა დაწეროს იმ სქუადმა რომელსაც სჭირდება პაუზა ან რეჰოსთი.
6.3 სქრინის გადაღებისა საერთო ჩატში უნდა დაიწეროს ნიშანი “+”. ანუ ყველა გადაღებულ სქრინზე უნდა ჩანდეს ეს სიმბოლო.
6.4. თამაშის მიმდინარეობისას ადმინისტრაციას აქვს უფლება თამაში დააპაუზოს და მოითხოვოს განმეორებითი სქრინები.
6.5. სქუადები ვალდებულები არიან დაემორჩილონ ადმინისტრაციის მოთხოვნას სქრინების გადაღებასთან დაკავშირებით და სქრინები სრულად მიაწოდოს ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ პირს.
6.6. თამაშის დასრულებისთანავე უნდა გაკეთდეს კიდევ ერთი სქრინი სადაც ჩანს ე.წ. K.D.A. მოთამაშეთა ნივთები და ოქროს რაოდენობა.
6.7. თამაში დაიწყება მაშინ როდესაც ადმინისტრაცია გამოაცხადებს მზადყოფნას.
6.8. თამაშში არსებულ ბაგებთან დაკავშირებით ადმინისტრაცია თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
6.9. თამაშის დაპაუზების დროს, ხშირია მიკროფონის პრობლემა. ამიტომ ადმინისტრაცია რეკომენდირებს სხვა პლათფორმაზე საუბარს. ამ სისტემურ ხარვეზზე ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.

7. კენჭისყრა/ბადე

7.1. კენჭისყრა გაიმართება პირდაპირ ეთერში.
7.2. კენჭისყრის შედეგად დაწყვილებული სქუადები არ შეიცვლება.
7.3. თუ მონაწილე სქუადების რაოდენობა არ იყო ადმინისტრაციისთვის სასურველი რაოდენობა, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გახსნას ქვედა ბადე.
7.4. ქვედა ბადის შექმნის შემთხვევაში, კენჭისყრა ჩატარდება თავიდან იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია ჩათვლის საჭიროდ.

ტურნირზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ მოცემული ველები: ჩემპიონატზე რეგისტრაცია დაიწყება 1 დეკემბერს


Качаем софт и игры здесь бесплатно
სტატიები / MLBB
ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო რგოლი მოახლოებული ტურნირის შესახებ ......
21-11-2020, 16:36
მოახლოებული
ნარუტოს MMorpg თამაშის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად სიახლეში......
23-11-2020, 20:19
MLBB - ს ისტორიები
ასტროლოგები, რომლებიც მუდმივად აკვირდებოდნენ ასტროსპაზას, ფლობენ ოკულტურ...
23-11-2020, 16:10
სხვა
Shadowgun War Games ახლა ხელმისაწვდომია...
22-11-2020, 10:22
up