0

TERIZLA

VergilSpardason6519-07-2021, 01:19
კატეგორია: MLBB - ს ისტორიები
                                                                      TERIZLA


    "თუ რწმენას შეუძლია დააბრუნოს სიყვარული, იმედი და იხსნას სამყარო, მაშ კვლავ რას ელიან ნატკენი სულები?" - ეს არის მონიანის იმპერიის სინათლის მონასტრის ქვაზე ამოტვიფრული გამონათქვამი.
ღრმად, მონასტერში რკინის გალია დგას, რომელსაც ხელახალი დაბადების კარს უწოდებენ. ამ გალიაში კი იმპერიის ბნელი და საიდუმლო ისტორია იმალება. 

როდესაც მცველებმა გახსნეს საკეტი, ერთადერთი, რაც მათ დაინახეს, კედელზე გაკეთებული შემზარავი წარწერა იყო: დაარღვიეთ რწმენა. დროა აღასრულოთ თქვენი ათწლეული. სამყარო წყვდიადმა უნდა მოიცვას!

 მოულოდნელად საიდუმლო სიახლეები მთელ მონიანის იმპერიას მოედო - ტერიზლა გაიქცა.

ტერიზლა ხელახალ დაბადებას გრძნობდა, სიარული შეწყვიტა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. თვალები დახუჭული ჰქონდა და თავისუფლებით ტკბებოდა.

მოულოდნელად, სხეული ისე ასტკივდა, თითქოს დარტყმებს იღებდა ათასობით ნემსისგან, თვალების ირგვლივ კი ვენები ამოებურცა. კანი გაუმკრთალდა. ამ დროს მხოლოდ ორ ემოციას გრძნობდა, ტკივილსა და მძვინვარებას. ნახევრად გულწასულმა, საკუთარ ქმედებებზე კონტროლი დაკარგა. შემთხვევით მისი განადგურებული სახე დაინახა ტბაში და თავში ძველმა მოგონებებმა გაუელვა, ეს ნამდვილი უბედურება იყო. 

ტერიზლა ოდესღაც სმიტების ლიდერი იყო, მონიანის იმპერიასთან ახლოს მდებარე პატარა სოფელში. მათ შეეძლოთ სიცოცხლის ჩასხმა ხმლებში, რის შედეგადაც ამ უძლიერესი იარაღების დახმარებით, უბრალო ჯარისკაცსაც კი შეეძლო მოეკლა ერთ-ერთი უძლიერესი მტერთაგანი. მათ მალევე მიიღეს დიდი პატივი იმპერიისგან. იმპერატორმა დესპანები გაუგზავნა სინათლის ლორდის რწმენის სახელით. იმპერატორმა სმიტებს იმპერიის წინაშე დანებება უბრძანა, მიჰყოლოდნენ მათ ტრადიციებს, რომლებიც ათასობით თაობას გადაეცემოდა. 
ტერიზლამ თავაზიანად უარყო იმპერატორის მოთხოვნა. ამის გაგებისას იმპერიამ მათ სტუმრობით სისხლიანი საჩუქარი გაუკეთა, მთელი მათი სოფელი გაძარცვეს, ხოლო სმიტები ისტორიიდან გააქრეს. 

ტერიზლა დაამწყვდიეს სინათლის მონასტერში, სადაც მასზე ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ის ყველაზე მეტად ხელახალი დაბადების ექსპერიმენტით იტანჯებოდა და სმიტების მსგავსად სიკვდილი სანატრებელი გაუხდა. მისი მოგონებები იშლებოდა, თუმცა ტერიზლამ იცოდა, რომ ოდესღაც იმპერიას პასუხს აგებინებდა იმისთვის, რაც ჩაიდინა. ის გააგრძელებდა ტანჯავსა და ხრწნას გალიის ჯაჭვებში, რომ არ გამოჩენილიყო ელისი, უფსკრულის დედოფალი. მისი ბნელი მაგიით მცველები გათიშა და აცდუნა ტერიზლა, რომ გადმოსულიყო უფსკრულის მხარეს. ელისმა დაიხსნა იგი თავისი ტანჯვისგან და შეახსენა, რომ მას ახლა ვალი ქონდა ბოროტების მაგიის წინაშე. მრისხანებითა და ტანჯვით განადგურებული ტერიზლა, გრძნობდა თითქოს თავი ნებისმიერ დროს გაუსკდებოდა. 
მოულოდნელად მას თბილი გრძნობა დაეუფლა. მის წინ საყვარელი გოგონა, დიდი ალბათობით ბნელი ელფი იდგა. ”არ შეებრძოლო მას. აცადე სიძულვილს გავრცელდეს და მოედოს ამ მიწას. თუ დახმარება დაგჭირდება, მე გამიხსენე - უფსკრულის ჯადოქარი". ტერიზლას სხეული აღარ სტკიოდა, დამშვიდდა, თუმცა სევდიანი იყო. 

გარკვეული დროის შემდეგ, მან გადაწყვიტა შეერთებოდა უფსკრულის ძალებს. აპოკალიფსის დედოფლის გვერდით, ის შურისძიებას ემსახურებოდა. 

ტერიზლა მონიანის იმპერიას გაჰყურებდა შორიდან და იცოდა, რომ მალე ნამდვილი საფრთხე დაატყდებოდათ თავს, იცოდა, რომ ის დაწვავდა ყველაფერს და შურს იძიებდა, ეს ცეცხლი კი მოედებოდა მთელს მონიანის იმპერიას და ფერფლად აქცევდა მას.





კომენტარები: (0)
reload, if the code cannot be seen
MLBB - ს ისტორიები
"თუ რწმენას შეუძლია დააბრუნოს სიყვარული, იმედი და იხსნას სამყარო, მაშ კვლავ...
19-07-2021, 01:19
სტატიები
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად .......
15-07-2021, 19:41
მოახლოებული
თრეილერი იხილეთ სრულად სიახლეში...
2-06-2021, 22:05
სტატიები
სრული ინფორმაცია და გადმოწერის ლინკი იხილეთ ვრცლად სიახლეში......
27-05-2021, 20:51
19-07-2021, 01:19
15-07-2021, 19:41
2-06-2021, 22:05
27-05-2021, 20:51
26-05-2021, 23:28
19-05-2021, 18:53
19-05-2021, 18:48
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up