0

MLBB Streaming Official - ტურნირი

ALFA19-05-2021, 18:04
კატეგორია: ტურნირები
ტურნირი
ქვემოთ იხილავთ ინფორმაციას პირდაპირ პროექტის ხელმძღვანელობისგან , რომელშიც დეტალურად წერია წესები , პრიზები და სხვა . გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ თითოეულ პუნქტს რათა არ შეგექმნათ პრობლემა რეგისტრაციისას ან თამაშის მსვლელობისას , ჩვენი გუნდი MobileGames.Ge მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს და აქტიურად ადევნებს თვალს ტურნირსა თუ რაიმე ღონისძიების მსვლელობას , ასე რომ იყავით აქტიურები და გისურვებთ წარმატებებს 



 საინფორმაციო პოსტი
 
➡️5v5 ჩემპიონატი დაიწყება მიახლოებით 22 მაისს საღამოს 10 საათზე. 
➡️ამ ეტაპზე გვყავს 8 სქუადი და ვეძებთ ამდენივეს 
➡️ჩემპიონატში მონაწილეობის საფასურია 25 ლარი. 
➡️შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება ტოპ 3 სქუადს . და ასევე რამდენიმე პარტნიორის პირადი სურვილით, დაჯილდოვდებიან most valuable (mvp) და "ჟიურის ფავორიტი" მოთამაშეებიც 😁 
✅ნებართვები 
➡️ არ არის აუცილებელი ყველა მონაწილეს ეწეროს სქუადის სახელი. მთავარია წინასწარ დარეგისტრირებული იყოს რომელიმე ადმინთან 
➡️სქუადში უცხოელების ყოლა ნებადართულია. რაოდენობა არაა შეზღუდული 
➡️ თამაშებში თქვენი გადასაწყვეტია ერთი და იმავე შემადგენლობა ითამაშებს თუ სხვა 
➡️ ყველა სქუადმა უნდა შექმნათ სქუადის ჩატი და ჩამაგდოთ მე 
⛔აკრძალვები 
➡️რეჰოსტი 2 წუთამდე, შემდეგ მხოლოდ პაუზა. ფიქები და სფელები დარჩება იგივე, გარდა ავტომატურად დაფიქულის. 
➡️სქუადებმა ყველა თამაშის მსურველი უნდა დაარეგისტრირონ წინასწარ 
➡️გამომდინარე იქიდან რომ თამაშები დიდხანს გაგრძელდება, დროებით შეკრებილ 5 ადამიანს, გირჩევთ რომ არ მიიღოთ 
➡️ სტრიმსნაიპზე გამოჭერის შემთხვევაში ჩამოგაკლდებათ 3 ქულა. 
➡️ ტურნირიდან უკვე გამოთიშულ მოთამაშეებს ვერ დაიმატებთ 
ℹ ზოგადი წესები
➡️ ყველა თამაში გაისტრიმება ამ ჯგუფში, შესაბამისად გთხოვთ მოუწოდოთ მოთამაშეებს შემოუერთდნენ ჯგუფს
➡️ 16 სქუადი გაიყოფა ორ ჯგუფად ძალების თანაბარი გადანაწილებით. 
➡️ პირველი ჯგუფიდან პირველი მოთამაშე შეხვდება შვიდივე სხვა გუნდს. მეორე მონაწილე ასევე შვიდივეს და გაგრძელდება ასე, სანამ ყველა სქუადი ყველას არ ეთამაშება. იგივე მოხდება მეორე ჯგუფშიც. 
➡️გამარჯვება შეფასდება 2 ქულით, წაგება 0. 
➡️ჯგუფებიდან მეორე ტურში გადადის 4 სქუადი, ვისაც ყველაზე მაღალი ქულა ექნება. 
➡️მეორე ტურშიც იქნება პლეიოფების პრინციპი. თამაშები იქნება 2 მოგებამდე. მესამე ტურში გადავა 2-2 სქუადი. 
➡️ფინალი იქნება ორ მოგებამდე 
💫 პრიზები💫
ჩემპიონატის პირველ ადგილს გადაეცემა 3k დაიმონდი 
მეორე ადგილოსანს 2k დაიმონდი 
მესამე ადგილოსანს 1k დაიმონდი 
ან მათი ექვივალენტი ლარში. 
გისურვებთ წარმატებებს და მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დაპლიუსდით კომენტარებში.

  დამატებითი წესები და ინფორმაცია

ტურნირი გათვალისწინებული იყო 16 სქუადზე. გვყავს 14 სქუადი და ორი სავარაუდო კანდიდატი. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მაქსიმალური რაოდენობა გავზარდოთ 20-მდე. სქუადების რეგისტრაციის ბოლო ვადა იქნება დღეს ღამის 12 საათამდე
თუ გაიზრდება მონაწილე სქუადების რაოდენობა, შესაბამისად გაიზრდება დაჯილდოვებულთა დიაპაზონიც, ან პრიზების ოდენობა.
გამომდინარე იქიდან რომ ჯერ გაურკვეველია სქუადების ზუსტი რაოდენობა, შესაბამისად ცხრილის შედგენასაც დრო სჭირდება და სქუადებს მოსამზადებელი ვადა, რომ თამაშებისთვის შესაბამისად მოემზადონ, ამიტომ გადავწყვიტეთ შაბათის მაგივრად ორშაბათს 10 საათზე დავიწყოთ ჩემპიონატი. 
ცხრილები დაიდება არაუგვიანეს ხვალ დილის 12 საათისა. 
მონაწილეებს გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ ანგარიშის ნომერზე, შაბათს საღამოს 10 საათამდე ჩარიცხოთ მონაწილეობის თანხა. ჩარიცხვის სქრინები/ვიდეოები, როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის ჩამიგდოთ მე Natia Barnabishvili ამ ექაუნთზე. თუ შესაძლებელი იქნება, გადარიცხვის დანიშნულებაში მიუწერეთ თქვენი სქუადის სახელი. რომ შემდეგ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება, თანხის დაბრუნება შევძლოთ.
ანგარიშის ნომერი:
TBC: GE27TB7333945061100095
BOG: GE60BG0000000745562100
რაც შეეხება წესებს: 
ლობიში მე, ნიქნეიმით ℳɨЌąď๏ დაგაინვაითებთ სქუადის წარმომადგენლებს ცხრილით განსაზღვრულ დროს. წინასწარ ყველას შეგატყობინებთ კიდევ ერთხელ როდის მოგიწევთ თამაში. დანარჩენი მოთამაშეები უნდა მოიწვიოთ თქვენ
თუ კი დრაფტის დროს გაგაგდოთ, წერთ სქუადის ჩატში, რომ გჭირდებათ რეჰოსტი. თქვენს ფიქამდე ( ბანამდე) რაც მოხდა დრაფტში, ყველაფერი რჩება იგივე, თქვენს შემდეგ ორივე მხარეს შეეძლება ფიქების შეცვლა. ( ეს წესი შეიძლება შეიცვალოს ჯერ დაუზუსტებელია, თუ რამე შეიცვალა გეტყვით)
თამაშის დაწყებისას იღებთ სქრინშოტს და უგდებთ Bakuna Dvali-ს ჰაკებზე შესამოწმებლად.
პირველ ორ წუთში თუ გექნებათ ემესი, გაგაგდებთ, ან რაღაც საოცრება მოხდება, მოითხოვეთ რეჰოსტი. თამაში რამდენიმე წამით დაპაუზდება, რაც ნიშნავს რომ რეჰოსტი ნებადართულია და დაასურენდერებთ. 
ამ რეჰოსტის შემდეგ ფიქები, სფელები და გუნებაგანწყობილება რჩება იგივე 😁
ადმინისტრაცია და კერძოდ Vak Marshall James McKnight უფლებას იტოვებს განკითხვის დღე მომიწყოს წესებზე, შესაბამისად რამე თუ შეიცვალა, ყველაფერს შეგატყობინებთ. 
დამატებით ინტრიგნულ ( გოსუ გენერალი რო დავიმატო მოჟნა?? ) და არაინტრიგნულ კითხვებზე გაგცემთ პასუხს მე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ღამის ექვს საათზეც მათ შორის ამიტომ არ მოგერიდოთ მოწერა .
წარმატებები ❤




კომენტარები: (0)
reload, if the code cannot be seen
მოახლოებული
თრეილერი იხილეთ სრულად სიახლეში...
2-06-2021, 22:05
სტატიები
სრული ინფორმაცია და გადმოწერის ლინკი იხილეთ ვრცლად სიახლეში......
27-05-2021, 20:51
სხვა
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად ...
26-05-2021, 23:28
სხვა
თამაშის შესახებ სრული ინფორმაცია და თრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად...
19-05-2021, 18:53
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up