სამეფო ბრძოლის ჟანრის მრავალმოთამაშიანი ონლაინ-ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული Pubg Corporation-ის მიერ. „PUBG“ დაფუძნებულია ბრენდან გრინის მიერ, „PlayerUnknown“-ის ფსევდონიმით შექმნილ რამდენიმე პოპულარული თამაშის მოდიფიკაციაზე, რომლის შთაგონების წყაროდ იქცა 2000 წლის იაპონური ფილმი "სამეფო ბრძოლა" სიუჟეტის მიხედვით, არაუმეტეს 100 მოთამაშე დესანტირებას ახორიციელებს კუნძულზე, რის შემდეგაც მოთამაშეები ეძებენ იარაღსა და სხვადასხვა აღჭურვილობას, რათა გაანადგურონ მოწინააღმდეგეები. თამაშის რუკაზე არსებული უსაფრთხო ზონა დროდადრო იწყებს შეკუმშვას, (ზღუდავს ხელმისაწვდომ სივრცეს), რათა მოწინაღმდეგეები საბოლოოდ ერთმანეთს შეახვედროს. გადარჩენილი ჯგუფი ან მოთამაშე ხდება რაუნდის გამარჯვებული. „PUBG Mobile“ 600 მილიონზე მეტ ჩამოტვირთვას ითვლის.