1

Cecilion - MLBB

itsbabi7-10-2020, 23:39
კატეგორია: MLBB - ს ისტორიები
მრავალი წლის წინ, ღამის ოპერაში სესილიონის მიერ შესრულებული წარმოდგენა ავალორის მოსახლეობის გართობის ყველაზე პოპულარული ფორმა იყო.  თეატრი ყოველთის სავსე იყო ხალხით,  როდესაც ოპერის ეს ცნობილი მსახიობი თამაშობდა. ყველას იზიდავდა მისი აღუწერელი სიმპათიურობა და ნიჭი. თუმცა, ადამიანთა ტაში, სიყვარული და გულშემატკივრობა სესილიონს არ ახარებდა. ის იყო სისხლის მსმელი დემონი და მისთვის ძნელი იყო გონება გაეხსნა და გაეზიარებინა ადამიანებისთვის. ის ყოველთვის ცდილობდა დაემალა თავისი ნამდვილი ვინაობა და შერწყმოდა ადამიანთა საზოგადოებას.

როგორც სესილიონს ახსოვდა, მისი მსგავსი დემონები ცხოვრობდნენ ადამიანებისგან მოშორებით. ლორდი ლავას ზემოქმედება სისხლის დემონებზე მათ ბნელ მომავალს ნიშნავდა. ამგვარად, ზოგიერთმა დემონმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ეს ადგილი და ადამიანებთან ეცხოვრათ. მათ სურდათ პატიება მიეღოთ სინათლის ღმერთისგან, ნორმალურად ეცხოვრათ და ინტეგრირებულიყვნენ ადამიანთა საზოგადოებაში. მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ისინი არა მხოლოდ განიცდიდნენ მტრულ დამოკიდებულებას კაცობრიობის მხრიდან, არამედ მათზე ნადირობდა ებისის (abbys) უფსკრულიც. როდესაც სესილიონი ზრდასრული გახდა, მხოლოდ ის დარჩა თავის სახეობებში.

ჭეშმარიტი ვინაობის დამალვის მიზნით, სესილიონი ავალორში ცხოვრობდა, როგორც ოპერის მსახიობი და ცდილობდა დაეფარა ყველა შესაძლებლობა და მახასიათებელი, რაც სისხლის დემონებთან აკავშირებდა. ის სცენაზე მშვენიერი და ელეგანტური იყო, ათასობით ვნებიანი ადამიანი იყო გარშემორტყმული. მაგრამ ღამეებს, სესილიონი მარტოსულად ატარებდა .

მარტოხელა დღეები გრძელდებოდა, მაგრამ ეს მანამ სანამ სესილიონმა დაუვიწყარი წარმოდგენა არ გააკეთა. როდესაც ის თავის დასახრელად და მადლობის გადასახდელად სცენის ცენტრში მივიდა, დაინახა კარმილა. და ეს მშვენიერი ქალბატონი მასაც ათვალიერებდა. ამ მომენტში ორ მარტოხელა სულს ერთმანეთი შეუყვარდათ.

მიუხედავად იმისა, რომ სესილიონი ყოველთვის აფრთხილებდა საკუთარ თავს ადამიანებთან ზედმეტი კონტაქტისგან თავი შეეკავებინა, მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია კარმილასადმი სიყვარულისთვის. ამიტომ, სიყვარულის სახელით მან გადაწყვიტა გაჰყოლოდა გულს. თითოეულ თავის სპექტაკლში სესილიონი მღეროდა სიმღერას კარმილასთვის და ისინი არასდროს წყვეტდნენ ერთმანეთთან მზერით კონტაქტს. როდესაც წარსულზე ლაპარაკობდნენ, სესილიონმ გადაწყვიტა სიდუმლოდ დაეტოვებინა. მაშინაც კი, როდესაც კარმილას ეჭვი ეპარებოდა მის ცხოვრების წესში, ამის შესახებ მაინც არაფერი უთქვამს. ამასთან, მათ ფიცი დადეს, რომ ერთმანეთის ერთგული იქნებოდნენ.

სიყვარულის ცეცხლის გაძლიერებასთან ერთად, სხვების ცოდნის გარეშე, ისინი უფრო ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ კარმილას მამამ, Earl Ansaac- მა  იცოდა მათი სიყვარულის შესახებ. Earl  სესილიონზე ფიქრობდა, როგორც მოკრძალებულ ოპერის მსახიობზე. ის ფიქრობდა, რომ კარმილა უნდა დაქორწინებულიყო უფრო ძლიერ მამაკაცზე. როდესაც ამ წყვილს სიყვარული უფრო ღრმავდებოდა, Earl Ansaac– მა ძალადობით გაწყვიტა ურთიერთობა მათ შორის, დააპატიმრა კარმილა, დალუქა ოპერის თეატრი და გადაასახლა სესილიონი.

მალევე გავრცელდა ხმა, რომ Earl Ansaac აპირებდა დაექორწინებინა მისი ერთადერთი ქალიშვილი იმპერატორთა არმიის გენერალიზე, ბარონ ტავილზე. სესილიონი მზად იყო მცველები მოეშორებინა და კარმილა დაეხსნა. თუმცა, მან იცოდა, რომ მას ბედნიერებას ვერ მოუტანდა, რადგან იგი გაქცეული გახდებოდა.  დაფიქრების შემდეგ, მან გააცნობიერა, რომ სისხლის დემონი და ადამიანი სიყვარული ვერასდროს იქნებოდა ჭეშმარიტი და გადაწყვიტა დანებებულიყო.

ღამე იწურებოდა და გამთენიისას კარმილა უნდა დაქორწინებულიყო ბარონ ტავილზე. გამთენიისას, სესილიონმა კარმილას ფანჯარასთან ვარდი და წერილი დადო და უკან გაბრუნდა. რაც სესილიონმა არ იცოდა, ის იყო, რომ მისი გათავისუფლებული ცხოვრების წესი არ იყო მნიშვნელოვანი კარმილასთვის და მას არ აინტერესებდა ის სისხლის დემონია თუ ადამიანი. მას უყვარდა სესილიონი იმისთვის, ვინც ის იყო. თეთრი საქორწილო კაბის ჩაცმის შემდეგ, კარმილამ მაჯა მახვილი ხანჯლით გაიჭრა და სიცოცხლე დაკარგა საყვარელი სესილიონისთვის.

კარმილას დაკარგვამ სესილიონს სევდა მოჰგვარა და როგორც ჩანს, მისი ცხოვრება ისევ ისეთი მარტოსული გახდა, რაც იყო. ორი მარტოხელა ღამის შემდეგ, სესილიონი   წავიდა კარმილას სანახავად.

როდესაც სესილიონი მივიდა, მან ნახა კარმილას ცივი გვამი, რომელიც დაკრძალვაზე იწვა. როდესაც კარმილას ცივ კანს უყურებდა, სესილიონს ბუნდოვნად ჩაედინა მკერდში ტკივილი და სინანულის გრძნობა. როგორ შეეძლო მას ცხოვრება კარმილას გარეშე? ახალი მთვარის ამოსვლისთანავე სესილიონმა ფრთები გაშალა და ცივ ღამეს წაიყვანა თავისი სიყვარული. შემდეგ მან, საკუთარი სისხლის გამოყენებით, გააცოცხლა კარმილა; მაგრამ ამ სახის ძალას აქვს ფასი. ასე რომ, კარმილა სამუდამოდ გარდაიქმნა სისხლის დემონად. ამ მარადიული სიყვარულის დასაცავად სესილიონმა გადაწყვიტა, რომ არასდროს მისცემდა ვინმეს მათი დაშორების უფლებას.

ამ დღის შემდეგ,  აბერლინის ხალხს აღარასდროს უნახავს სესილიონი ან კარმილა. მხოლოდ ღამის ლეგენდა შემორჩაა, როდესაც ღამდება, კარმილა სესილიონის მკლავებში ციხე აბერლინის კოშკის თავზე ჩნდება და თითქოს დრო ჩერდება.

რაც დრო გადიოდა, მათი კავშირი ძლიერდებოდა და სესილიონი ხვდებოდა, რომ სისხლის დემონად ყოფნას კარმილასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მას უყვარდა ის ისეთი როგორიც იყო და ყოველთვის დარჩებოდა მის სიყვარულად. თუმცა, სისხლის დემონების ღალატმა და ადამიანთა სიძულვილმა აიძულა სესილიონი და კარმილა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ წარსულში. დაუსრულებელი ბურუსი და ხეტიალი ელოდა, მაგრამ მათ პირობა დადეს  დარჩენილიყვნენ ერთმანეთთან, სადაც არ უნდა წასულიყვნენ.

ახალგაზრდობიდან სესილიონი ყოველთვის ირჩევდა სიბნელის მიღმა დამალვას და ხალხისგან შორს ყოფნას. მაგრამ, ყველა მხიარულების, სიმღერის და პოპულარობის უკან მოტოვება თავს უჩვეულოდ აგრძნობინებდა. მისი ვინაობა, როგორც სისხლის დემონი, მუდმივად საიდუმლოდ რჩებოდა ყველასთვის თუმცა გადაწყვიტა გაეზიარებინა მასთან, ვინც უყვარდა. კარმილასთან ერთად გაქცევა მისი ვინაობის გამჟღავნების საფრთხეს ქმნიდა. რაც მას დარჩენოდა, იყო გაქცეულის ცხოვრებით ცხოვრება, როგორც ადამიანებისგან, ასევე უფსკრული დემონებისგან. სესილიონმა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრი აიტანა, აღარ შეეძლო ყოველგვარი ჩაგვრის მიღება, გადაწყვიტა აღარ გაჩუმებულიყო კრიზისის დროს. მას სწყურია სინათლის მბრძანებლის პატიება, თუმცა, მათ ვისაც მისი და მისი სიყვარულის მოკვლა უნდა არ დაინდობს და მათი სისხლისგან გუბეს დააყენებს.



კომენტარები: (0)
ყველა სიახლე
იყიდება პროექტი ყვლა თავისი აქტივით: Web Page: Mobilegames.ge Facebook:...
6-02-2024, 12:44
სატესტო
PUBG კონტროლერი თავსებადია როგორც ios სისტემებზე ისე ანდროიდზე....
27-11-2021, 06:37
MLBB - ს ისტორიები
"თუ რწმენას შეუძლია დააბრუნოს სიყვარული, იმედი და იხსნას სამყარო, მაშ კვლავ...
19-07-2021, 01:19
მოახლოებული
თრეილერი იხილეთ სრულად სიახლეში...
2-06-2021, 22:05
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up