Irithel მიატოვეს ბავშვობაში მშობლებმა ჯუნგლებში. ჯუნგლების ღმერთის დახმარებით მდედრმა Smilodon-მა იშვილა ის. დედა Smilodon-ის დაცვით, პატარა Leo-მ და Irithel-მა ისწავლეს ნადირობა და გადარჩენა - Irithel გაიზარდა როგორც ცხოველი. ტერიტორიული ომების დროს დედა Smilodon-ი სასიკვდილოდ დაჭრეს. როდესაც Irithel და მისი " ძმა " Leo ქალაქში ჩავიდნენ დახმარების სათხოვნელად , ისინი მონებით მოვაჭრებ შეიპყრო. როდესაც კატა/ელფმა ჯადოქარმა Nana-მ იქვე გაიარა, ვერ გაუძლო იმის ყურებას თუ როგორ სცემდა მათ მონებით მოვაჭრე, ამიტომ მან გამოიყენა თავისი ძალები და დაეხმარა ამ ორ პატარა ბავშვს. Nana-ს დახმარებით Irithel-მა ისწავლა ადამიანივით საუბარი და ჩხუბი, Leo კი წამოიზარდა და გახდა ზრდასრული Smilodon. თუმცა დღემდე Irithel ვერ იტანს ადამიანთა რასას და მხოლოდ ენდობა მის ერთადერთ მეგობარ Leo-ს.