მთვარის ელფები არ არიან ერთადერთი რასა ,რომლებისთვისაც მოჯადოებული ტყეა სახლი. კატის მსგავსი ელფების რასაც , "the Leonins", ცხოვრობს ამ ტყეში. საყვარელი, მეგობრული და ერთგული ტყის წევრები , არასოდეს ერთვებიან ომებში . ზუსტად ისინი ქმნიან იმ ადგილს ზღაპრულ სამოთხედ. როგორც მოჯადოებული ტყის უძველესი რასა, ისინი ფლობენ ყველანაირ მაგიასთან ბუნებრივ შესაძლებლობას.
Nana განსაკუთრებულია მისი რასიდან. ნათელი პიროვნებითა და თავგადასავლების სიყვარულით, ის დაინტერესებულია ყველაფერი ახლით და იმედოვნებს , რომ ერთ დღესაც დატოვებს თავის სახლს და მოინახულებს სამყაროს.
მაგრამ Nana-ს ასევე ონავარი მხარეც აქვს , რომელიც ხშირად უსიამოვნებებს უქმნის ყველას მის გარშემო მყოფს. ის ბუნებრივადაა დაჯილდოებული ძლიერი მაგიური შესაძლებლობებით, მაგრამ არ იცის როგორ გამოიყენოს. ერთ-ერთ სერიოზულ მომენტში მან კონტროლი დაკარგა თავის გასაოცარ ძალებზე რამაც თითქმის ნახევარი ტყის განადგურება გამოიწვია. იმისთვის , რომ დაეცვა თავისი ოჯახი თავისივე გაუკონტროლებელი მაგიური ძალებისგან, Nana-მ გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი სახლი. მოგზაურობის დროს ის შეხვდა ელფ გოგონას - miya-ს , რომელიც დაეხმარა თავისი მაგიური ძალები ჩაეხშო და ასწავლა მთვარის ელფების საიდუმლო რითიც გააკონტროლებდა ამ მაგიურ ენერგიას. გამჭრიახმა Nana-მ მალევე შეისწავლა ეს ტექნიკები და გახდა თავისი კლანის უძლიერესი ჯადოქარი. მან გადაწყვიტა გაჰყოლოდა Miya-ს Land of Dawn-ში და ერთად ეპოვათ ახალი მეფე.