land of dawn-ის ისტორიული ჩანაწერები მოგვითხრობს ერთ მისტერიულ რასაზე , რომლებმაც მიჰყიდეს სული უფსკრულის მბრძანებელს , რათა სანაცვლოდ დიდი ძალა მიეღოთ. შავი მაგიის საშუალებით მათ სხეულის შეცვლა მოახერხეს, ასევე მოახერხეს სინათლის შთანთქმა და ამით თვალის დახამხამებაში მოგზაურობდნენ სივრცეში. ეს მათ საშუალებას აძლევდათ რომ ჩუმი სასიკვდილო დარტყმები მიეყენებინათ მტრებისთვის. ყველაზე საშინელი მათ შესახებ კი ის იყო , რომ შხამი რომელიც მათ კუდებში იყო უბრალო შეხებაზეც კი კლავდა ნებისმიერს.
როგორღაც, ზუსტად ამან გამოიწვია ამ რასის დაშლა. ჩანაწერებში არ წერია ზუსტად და დაწვრილებით თუ რატომ გაქრა ეს სახეობა , მაგრამ ის ფაქტი გარკვეულია რომ ერთ დროს ეს შემაძრწუნებელი სახეობა land of dawn-ის მიწებზე დადიოდა. მათი გაქრობის შემდეგ, კაცობრიობამ პროგრესს მიაღწია , თუმცა ისტორიული წიგნები არ გამორიცხავენ , რომ შესაძლოა ეს არსებები ერთ დღეს გამოიპარნონ ჩრდილებიდან კიდევ ერთხელ