miya დაიბადა მთვარის ტაძარში და სწავლობდა იმისთვის რომ ერთ დღესაც გამხდარიყო ღირსეული მსხვერპლი მთვარის ღმერთისთვის.
როდესაც ომის ცეცხლმა ადამიანებსა და ორკებს შორის მიაღწიეს მთვარის ელფებს , მთვარის ელფი გმირი miya გაუძღვა სხვა ელფებს რათა წინააღმდეგობა გაეწიათ. მიუხედავად მათი საუკეთესო ძალისხმევისა , ისინი იძულებულნი იყვნენ უკანასკნელი ნაბიჯი დაედგათ ტაძარში მტრების წინააღმდეგ.
Miya დაიჩოქა ტაძრის ცენტრში რათა უკანასკნელად ელოცა , როცა მთელი იმედი დაკარგული იყო. და ზუსტად მაშინ მოხდა სასწაული. მთვარის ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას და დალოცა მისი მშვილდი უძველესი ძალით. Miya-მ მაშინვე გაისროლა ისარი და მისი ახალი ძალით ის გადაიქცა არწივის სულად და ქაოსში ჩააგდო მტერი.
Miya გაუძღვა თავის ხალხს ტაძრიდან, მისი ისრები კი ვარსკვლავებივით ეცემოდა მტერს. ადამიანებმა და ორკებმა მაშინვე უკან დახევა დაიწყეს. Miya- მ და მისმა თანამოძმეებმა ისევ უკან დაიბრუნეს მთვარის ღმერთის მიწები . მთვარის ელფებმა კი აღიარეს Miya და მისი მაგიური არწივი როგორც მთვარის ღმერთის რეინკარნაციად.
ახალგაზრდა Miya-მ იცოდა , რომ ძირფესვიანად თუ არ ამოთხრიდა ამ პრობლემას ომი არასდროს დამთავრდებოდა. და მთვარის ღმერთის დალოცვით, ის გაემგზავრა land of dawn-სკენ, იმ იმედით რომ იპოვიდა მეფეს , რომელიც მოუტანდა მშვიდობასა და წესრიგს ამ სამყაროს.