Land of dawn-ში ერთი ისტორია იყო მუსიკოსზე. არავინ იცოდა ვინ იყო, საიდან მოვიდა ან საით მიდიოდა. ყველა "ბუნდოვან პოეტს, Granger"-ს ეძახდა.
Granger დაობლდა ომის დროს, The Moniyan Empire და The Southern Mountains შორის. თავიდან ის იმპერიის ჯარმა წაიყვანა, შემდეგ კი გაგზავნეს სინათლის მონასტერში. როგორც სხვა ობლები, Granger-იც ჩუმი და იზოლირებული იყო. ის არასოდეს გამოხატავდა თავისი ცივი თვალებით ემოციებს. მხოლოდ მაშინ იყო ის დაინტერესებული , როცა ვიოლინოს მელოდია გაჟღერდებოდა მონასტერში , და თავის თავში იკარგებოდა მანამ სანამ სიმღერა დამთავრდებოდა.
ყველა ობოლს მონასტერში ჰქონდა მხოლოდ ორი არჩევანი თავიანთ მომავალზე : ან დემონებზე მონადირე უნდა ყოფილიყო , შეესრულებინა იმპერიის საიდუმლო მისიები, ან მონასტრის მსახურად უნდა დარჩენილიყო, გაესუფთავებინა და დაერეცხა ცხოვრების ბოლომდე. ყველას და გასაკვირად, Granger-მა აირჩია იარაღიც და ვიოლინოც. უფრო ზუსტად კი , ის არცერთს აირჩევდა. მან შეაჩერა ომი და დემონები , სადაც მან თავისი ოჯახი და სახლი დაკარგა, ამრიგად ის უყოყმანოდ იქნებოდა მონადირე. ვიოლინო , კი ბევრს ნიშნავდა მისთვის რადგანაც ის ამშვიდებდა მის ტანჯვასა და კოშმარებს.
ყველას გასაკვირად, Granger-ს მუსიკალური სმენა არ გააჩნდა. როდესაც მან თავისი ვიოლინო მიიღო, ის უკრავდა მხიარულ მუსიკას სადაც კი მიდიოდა. ვიოლინოდან გამოსული ხმა იმდენად ცუდი იყო , რომ მისი მოწინააღმდეგეები ფოკუსს კარგავდნენ, იბნეოდნენ. granger კი ამ შესაძლებლობას იყენებდა , რათა მოეკლა მოწინააღმდეგეები მისი იარაღით ,მანამ სანამ ისინი მიხვდებოდნენ რომ ეს მახე იყო. მალევე ის ლიდერი გახდა დემონებზე მონადირეთა შორის. S კლასის დავალებებიც კი არ იყო რთული მისთვის. მისი შესაძლებლობებით გაკვირვებული, Alucard, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დემონებზე მონადირეც კი პატივს სცემდა Granger-ს.
ახალი ამბები Granger-ზე მალევე გავრცელდა დემონთა შორის. გაიგებდნენ თუარა იმ საშინელ მელოდიას, იმ წამსვე გარბოდნენ, რადგან ეს მათთვის კარგს არაფერს ნიშნავდა. სხვა თუ არაფერი, მტანჯველი სიკვდილი ელოდათ.