ლოლიტა დაიბადა შორეული ელფების სოფელში , სადაც ის ცხოვრობდა წყნარად და ბედნიერად. ეს მანამ გაგრძელდა სანამ ომი არ დაიწყო და მის სიმშვიდეს ბოლო არ მოეღო. მისი სოფელი მიწასთან გაასწორა ომმა ; მისი ოჯახი კი დანაწევრდა. მექანიკოსმა Rooney-მ იპოვა ის როდესაც სოფელს გადიოდა და თან წაიყვანა. იმისთვის , რომ მადლიერება გამოეჩინა ქალაქისთვის, ლოლიტა შეუერთდა ქალაქის ჯარს და დაიფიცა , რომ დაიცავდა ქალაქს სიკვდილამდე. ბრუნო აღტაცებული იყო ამ პატარა ელფის სულით და ამიტომაც მან თხოვნით მიმართა ქალაქის მეცნიერებს , რომ მათ გადაეცათ მათი მოწინავე და საუკეთესო ტექნიკური იარაღი ლოლიტასთვის. ეს ძლიერი ენერგიით დატვირთული იარაღი საშუალებას აძლევდა მას გამოეყენებინა მასიური ძალის შეტევა. იარაღი ასევე შესაძლებლობას აძლევდა ლოლიტას , რომ მარტივად ეკონტროლებინა ეს უზარმაზარი მექანიკური ჩაქუჩი.