წლების წინ ერთ-ერთი ყველაზე პირველი ნინძების ღმერთმა ჩამოაყალიბა გაერთიანება ალისფერი ჩრდილი(Scarlet Shadow) რომელიც ბევრ მიმდევარს აერთიანებდა. დროთა განმავლობაში რწმენები შეიცვალა და გაერთიანება ორ ნაწილად გაიყო, ალის(Scarlet Sect) და ჩრდილის(Shadow Sect) სექტად. კონფლიქტი ორ სექტას შორის დღითიდღე იძაბებოდა. სისხლისღვრის თავიდან არიდების მიზნით გადაწყვიტეს, რომ ყოველ 10 წელში ერთხელ ისინი თავიანთ საუკეთესო მებრძოლებს ერთმანეთს აბრძოლებდნენ და გამარჯვებულს გადაეცემოდა ალისფერი ჩრდილის გრანდმეისტერის წოდება, რომლის მმართველობის ქვეშაც ორი სექტა განაგრძობდა მათი ღმერთის მიერ დატოვებული კოდექსის სწავლას. ათიოდე წლის წინ გამოჩნდა ჩრდილი(Shadow), იგი განსაკუთრებულ უნარებს ავლენდა, რომლის მსგავსის ნახვაც მხოლოდ ასწლეულში ერთხელ იყო შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ალის სექტამ მისი უნარები იცნო, არ უნდოდათ, რომ ამ ჩრდილს ალისფერი ნინძის ტიტული მიეღო, ორი სექტა გაეერთიანებინა და ალისფერი ნინძების გაერთიანებისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა, ამის გამო გადაწყვიტეს ბოროტული ქმედებებით სამუდამოდ შეეცველათ ნინძების სამყარო. მისიის მიმდინარეობისას ჩრდილმა ალის სექტის ლიდერი მოკლა და უკან დაბრუნდა რათა ორ სექტაზე მისი სრული მმართველობა გამოეცხადებინა. თანამებრძოლების ღალატი ნინძების სამყაროში ყველაზე დიდი უპატიებელი ცოდვაა, ამიტომ ორივე სექტის ნინძებმა გადაწყვიტეს, რომ ემოქმედათ. მათ თავიანთი საუკეთესო მებრძოლები გაგზავნეს ჩრდილის შესპყრობად, ეს ბრძოლა ალისფერი ჩრდილების ისტორიაში ყველაზე ქაოტური იყო. ორი სექტის ყველა ნინძა დაეცა ბრძოლის ველზე და დაჭრილი ჩრდილი ბრძოლის ველიდან გაიქცა. დასუსტებულმა სექტებმა გადაწყვიტეს, რომ ვინც იპოვნიდა და მოკლავდა უღირს ჩრდილს ის გახდებოდა ალისფერი ჩრდილის გრანდმეისტერი. ჩრდილის სექტამ ახალგაზრდა ჰაიაბუსა აირჩია წვრთნების გასავლელად, მას ასწავლეს ჩრდილის მართვის საიდუმლო მეთოდები და როგორც ბედი უწინასწარმეტყველებდა ათ წელში ჩრდილის სექტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ნინძა და მათი კანონიერი ჩრდილი გახდა. თუმცა, ჰაიაბუსამ გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა, რომ მისი ნამდვილი მოვალეობა ყოფილი ჩრდილის მოკვლა იყო. როდესაც ყოფილი ჩრდილი თავიდან გამოჩნდა განთიადის მიწაზე ჰაიაბუსამ იცოდა, რომ განკითხვის დღე უკვე არც ისე შორს იყო.