MOSKOV
სრული სახელი: მოსკოვ ვილდსენდი
ზედმეტსახელი: სიმშვიდის შუბი
ფრაქცია: ბნელი უფსკრულები
ადგილი: უფსკრულების მიწა (ახლა:ჰიეტალა, აგელტას მშრალი მიწები (წინად)
იარაღი: სიმშვიდის შუბი
სქესი: მამრობითი
რასა: უფსკრულის დემონი (ახლა) ადამიანი (წინად)
დაკავშირებული პერსონაჟები: ალისა,ტამუზი,ჰუფრა,ჰალედი
ისტორია
მოსკოვი, როგორც გამოცდილი შუბის მსროლელი, დიდების ზენიტში აღმოჩნდა ტომებს შორის გამართული ტურნირების დროს. იგი ახალგაზრდობიდანვე დიდებულად იბრძოდა, მალევე შეისწავალა ოჯახის ტრადიციული საბრძოლო ტექნიკა. როგორც ველური ქვიშის კლანის ლიდერი მოსკოვი ყველას უყვარდა და ყველა დიდ პატივს სცემდა. კუბლანი, ეკლიანი მგლის კლანის ლიდერი და ველუ რი ქვიშის კლანის მეტოქე უყურებდა როგორ ძლიერდებოდა მეტოქის კლანი, ერთ დღეს ვეღარ მოითმინა და ჰიეტალას საძოვრები გადასცა.
მეტოქეების ამოწყვეტის მიზნით, ერთ დღეს როდესაც ველური ქვიშის კლანის ახალგაზრდები სანადიროდ წავიდნენ ამ მიწებზე კუბლამ ჯარი გამოიყვანა და ყველა ამოხოცა. მთელ ქვეყანას ომის ცეცხლი მოედო. სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა, ოდნავი სითბო ჯერ კიდევ შერჩენოდა ოჯახის წევრების და მეგობრების ცხედრებს, რომლებიც მიწაზე ეყარა. მოსკოვი ვერ იტანდა ამ სანახაობას, მაგრამ უარესი რამ მოხდა- კუბლამ ცხენოსანთა ჯარი გაგზავნა იმათ გასანადგურებლად, ვინც ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა.
პანიკაში ჩავარდნილი ხალხის ნაწილი გაქცევას ცდილობდა, ნაწილი ნებდებოდა, მაგრამ მოსკოვი ყველასგან გამოირჩეოდა, მან ცხოვრებაში პირველად შუბი აიღო და საკუთარი მოღალატე მეგობრები ცივსისხლიანად ამოხოცა. მტკივნეულმა გამოცდილებამ მოსკოვი დაუნდობელ ადამიანად აქცია. იგი მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ კუბლა ზედმეტად ძლიერი იყო და ვერ დააამარცხებდა.
მოსკოვმა გამოსავალი იპოვა- იგი ჩრდილების უფსკრულში ჩავიდა და ბედისწერის დედოფლის მსახურება დაიწყო. ამის შემდეგ მოსკოვი „სიმშვიდის შუბად“ იქცა.