თვალის ფერი: მომწვანო-მოცისფრო ჩაფხუტის წინა ნაწილი
ნათესავები: ბეტა (ტყუპი კიბორგი)
დაკავშირებული პერსონაჟები: სებერი,ჯავჰედი,ანგელა
ისტორია
ალფა სებერის წასვლის შემდეგ შექმნილი კიდევ ერთი არსებაა. ბოროტ მეცნიერებს ახალი იდეა მოუვიდათ განთიადის მიწებზე ცნობილ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის ყურების შემდეგ. მათ ადამიანის სხეულები ბიოლოგიურ მასალად,ხოლო კოსმიური მეტეოროლიტი მეტალის ჩონჩხის შესაქმნელად გამოიყენეს და ძლიერი ტყუპები შექმნეს. ალფა და ბეტა „ხორცის იარაღის“ სახელითაც იყვნენ ცნობილები. მათ შეეძლოთ ზებუნებრივი ძალის გამოყენება. ერთ დღეს ტყუპების გონება გამოფხიზლდა და მათ უარი თქვეს მკვლელობაზე. სებერის დახმარებით ისინი გაიქცნენ, მაგრამ გაქცევისას ბეტას ხელყუმბარა მოხვდა და მისი ბირთვი განადგურდა. ალფამ მხოლოდ ბეტას ლითონის მკლავი გადაარჩინა. ლაბორატორიიდან გაქცევის შემდეგ ალფა და სებერი განთიადის მიწებზე წავიდნენ,სადაც მათ მექანიკოსი იპოვეს და ბეტას მკლავი გამანადგურებელ საჰაერო დრონად გარდაქმნეს. ახლა ალფა და ბეტა ერთად იბრძვიან მტრის გასანადგურებლად.