SABER
ზედმეტსახელი: გამაოგნებელი ხმალი
ფრაქცია: მექანიკური
ადგილი: ლაბორატორია 1781 კადიას მდინარისპირა მიწები (წინად)
იარაღი: კოსმიური დროის ხმალი/კოსმიური ბზარის ხმალი
სქესი: მამრობითი
რასა: კიბორგი (მექანიკური)
დაკავშირებული პერსონაჟები: ალფა,ანგელა,ჯავჰედი,ლოლიტა,ბრუნო,ჰარლი
ისტორია
მდინარე კადიას ჩრდილოეთით, მშვიდ სოფელში ლეგენდარული თიანინის ხმლის მასტერების სექტა ცხოვრობს, ეს ის ადგილია, სადაც დუან მენგმა ბავშვობა გაატარა და საკუთარი ტექნიკა სრულყოფილებამდე მიიყვანა.
როგორც კი იგი საკმარისად დიდი გახდა ბამბუკის მახვილის ასაღებად გადაწყვიტა, რომ დიადი ხმლის ოსტატი გახდებოდა. სანამ ყველას ეძინა, იგი ვარჯიშობდა. ხმალს ხელში მზის ამოსვლამდე იღებდა და მხოლოდ მთვარის ამოსვლის შემდეგ დებდა უკან.
დუან მენგმა იცოდა, რომ თიანინის ხმლის ოსტატების სექტაში შესვლისთვის ძალიან დიდი მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო საჭირო, ამიტომ, უთვალავი დღის და ღამის, წვიმაში ქარში და თოვლში ვარჯიშის შემდეგ, წმინდა ტაძრის კარიბჭე დუან მენგისთვის გაიღო. მალევე ექსტრაორდინალური ნიჭით და ხმლის ოსტატად გახდომის სურვილით, მან ლონგმის ყორადღება მიიპყრო. ლონგმი ერთ დროს დიადი დრაკონის მოწაფე და ტიანინის სულიერი ლიდერი იყო. ოსტატი ლონგმის ხელმძღვანელობით,, დუან მენგმი მალევე ჩამოშორდა თანატოლებს და ახალი თაობის ლიდერად იქცა.
დროთა განმავლობაში, დუან მენგი დაღალა მთებში ცხოვრებამ. იგი შებყრობილი იყო ხმლით და ამბიციურ მებრძოლს უფრო ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა სურდა. უნდოდა,რომ მისი სახელი ლეგენდად ქცეულიყო და მის შესახებ მთელ მსოფლიოს ელაპარაკა, როგორც მის კუმირ ოსტატებზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ თხოვნაზე მასწავლებლისგან სასტიკი უარი მიიღო.
„ჯერ ადრეა, ჯერ ისევ არ ხარ საკმარისად ძლიერი“ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე დუან მენგი არ დაეთანხმა ოსტატს. იგი დარწმუნებული იყო საკუთარ შესაძლებლობებში და იმედოვნებდა, რომ უფრო ძლიერი გახდებოდა.
მომდევნო წლებში მან კადიის მთები შემოიარა და უამრავი მტერი დაამარცხა, მათ შორის დრაკონის მიმდევრებიც. იგი ნელა უახლოვდებოდა „საუკეთესო ოსტატის“ ტიტულს და არასოდეს მარცხდებოდა.
მაგრამ მალევე იგი შეხვდა მოწინააღმდეგეს, რომელიც მის ბოლო მეტოქედ იქცა-ჯიქსუს. ეს ადამიანი არსაიდან მოვიდა და მას მასწავლებელიც კი არ ჰყავდა. მისი ცხოვრება ხმალს გავდა- იდეალურად ჩამოყალიბებული და სრულყოფილი.
ბრძოლაში დუან მენგი სასტიკად დამარცხდა. ჯიქსუს დასამარცხებლად იგი მთებში დაბრუნდა და სამი წელი ვარჯიშში გაატარა.
სამი წლის შემდეგ მან ჩათვალა, რომ მზად იყო ჯიქსუსთან საბრძოლველად და მთიდან ჩამოვიდა, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში მისი მოწინააღმდეგე უფრო დაიხვეწა, მან ისევ დაამარცხა დუან მენგი და მისი ხმალიც გაანადგურა.
განმეორებითმა დამარცხებამ, მენგს მისი ოსტატის სიტყვები გაახსენა „ჯერ ადრეა, არ ხარ საკმარისად ძლიერი“, მან ყველაფერი ქნა რისი გაკეთებაც შეეძლო მაგრამ მაინც ვერ გახდა საკმარისად სწრაფი და ძლიერი.
იმისთვის, რომ დაუმარცხებელი გამხდარიყო, დუან მენგმა დატოვა კადია და განთიადის მიწებზე გაემგზავრა. მოგზაურობისას მოისმინა ჭორები 1718-ის ლაბოატორიაზე. ხალხი ამბობდა, რომ მათ ადამიანის სხეულის ტრანსფორმირება და მათთვის მეტი ძალის მინიჭება შეეძლოთ. დუან მენგმა ცდუნებას ვერ გაუძლო. თუ ჭორები სიმართლე იყო, არსებობდა შანსი, რომ საუკეთესო ოსტატი გახდებოდა. ძალის მისაღებად იგი ყველაფერს იზამდა.
ზუსტად ამ დროს ლაბორატორია 1718-ში მომუშავე ბოროტი მეცნიერები დაინტერესებული იყვნენ მოფარიკავეებით. ისინი ახალ პროექტს ამზადებდნენ ადამიანისგან იარაღის შესაქმნელად. როგორც კი მხარეები შეთანხმდნენ, უპრეცენდენტო ტრანსფორმაცია დაიწყო.
უამრავი ექსპერიმეტის და ოპერაციის შემდეგ პროექტი წარმატებით დასრულდა. მათ მექანიკური ძალის და ადამიანის სინთეზი შექმნეს. მაგრამ, დუან მენგს ყველაფერი დაავიწყდა საკუთარი სახელის ჩათვლით. მას ახალი კოდური სახელი მიენიჭა: სებერი. ლაბორატორია 1718-ის ხელში სებერი იარაღად იქცა, რომელიც ანადგურებდა ყველას, ვინც ლაბორატორიის წინააღმდეგ გამოვიდოდა.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ლაბორატორია 1718-ის გეგმის ნაწილი იყო. ისინი მიზნად ისახავდნენ ადამიანის პოვნას, რომლსაც იარაღად აქცევდნენ. ოპერაციის შემდეგ დაუნ მენგის ადგილი მექანიკურმა მკვლელმა-სებერმა დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ შემქმნელები დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ წარმატებაში, დროის სვლასთან ერთად სებერში რაღაც იცვლებოდა- ნაცნობი მოძრაობები, ხმალი მის ხელებში, მკვლელობიდან მკვლელობამდე, დღიდან დღემდე სებერს უცნაური შეგრძნება არ ასვენებდა. როგორც მეომარს, მას არ შეეძლო უბრალო მკვლელი ყოფილიყო და ნელნელა ყველაფერი ახსენდებოდა.
გვიან ღამით, მოგონებების ნამსხვრევებით დატანჯულმა სებერმა გაჭრა ნერვის კონტროლის იმპლანტი და გაანადგურა ლაბორატორიის პროექტი.
მომდევნო წლებში, ლაბორატორია 1718 არ აღიარებდა, რომ პროექტი ჩავარდა. ხეტიალის შემდეგ სებერმა გადაწყვიტა გაეხსენებინა თავისი წარსული. მეხსიერების ფრაგმენტები გონებაში ტივტივდებოდა. სებერმა მხოლოდ ერთი რამ იცოდა დაზუსტებით- ის ჯერ კიდევ არ იყო უძლეველი და ჰყავდა მოწინააღმდეგე, რომელიც ელოდა მასთან ხელახალ ბრძოლას.