0

Ling - MLBB

ALFA7-03-2021, 22:20
კატეგორია: MLBB - ს ისტორიები
ისტორიის მომწოდებლიFacebook — მობაილ ისტორია    


LING - ისტორია

ღრუბლებით დაფარულ მთის მწვერვალზე დრაკონის დამალული მიწა- ცის თაღი იყო. ცის თაღში ბევრი ასასინი ცხოვრობდა.   მათ ტანსაცმელზე ამოქარგული ჰქონდათ  ნიშანᲘ,  რომელიც ყველაზე მისტიური ასასინების ჯგუფს "ნიბლიებს" ეკუთვნოდა. ლეგენდის თანახმად თუკი ისინი სადმე გადაგეყრებოდნენ მათ თავს ვერ დააღწევდი.
ერთხელ ერთი უცხო კაცი ავიდა ცის თაღთან.  მან ღრუბლებზე ისე გაიარა, რომ ერთი ღრუბელიც  კი არ შერხეულა.ეს კაცი ნიბლიების საუკეთესო ასასინი იყო და მას თაღის ნიბლიას ეძახდნენ. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მან გაიქნია საკუთარი ხმალი და ცის თაღი გახსნა. მის უკან მდგომმა ასასინმა მას გვერდი ჩაუარა და დამალული დრაკონების მიწაზე შეაბიჯა. როგორც იდეალურ ასასინს თაღის ნიბლიას ეზიზღებოდა დამარცხება. დამალულ მიწებზე კი ისეთი მახეები იყო რომლებიც ასასინებს ფრთებს აკარგინებდა და მიწაზე ანარცხებდა.თუმცა ეს თაღის ნიბლიას საერთოდ არ აჩერებდა.
იგი სწრაფად შევიდა დამალულ მიწაზე. დაცვა  მას გაოცებული უყურებდა და თვალს არ აცილებდა. თაღის ნიბლიამ თვალი გადაავლო ირგვლივ მყოფებს და გაახსენდა დრო, როდესაც მას "ლინგს" ეძახდნენ.
ამ დროს ლინგი და ზილონგი დამალულ მიწაზე ცხოვრობდნენ და დიადი დრაკონის წრთვნებს გადიოდნენ. წარმატების მიღწევა ამ საქმეში ორივეს მიზანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლინგმა საბოლოო ბრძოლაში დაამარცხა ზილონგი, დიადმა დრაკონმა მაინც ზილონგი აირჩია, როგორც მისი შთამომავალი და მისი აღზრდილი ვაჟი.
ლინგმა განაწყენებულმა და გულგატეხილმა დატოვა დამალული მიწები. მას გაძლიერების წყურვილი კლავდა და გამუდმებით ვარჯიშობდა. ამ ვარჯიშმა შედეგი გამოᲘღო-რამდენიმე წელიწადში ლინგი საუკეთესო ასასინად იქცა და სახელი " თაღის ნიბლიაც" მიიღო. მისი მტრები კანკალებდნენ ლინგის სახელის გაგონებისას, თუმცა ის მაინც არ იყო კმაყოფილი, მას რაღაც მეტი სჭირდებოდა წყენის დასავიწყებლად. ერთ დღეს ლინგი შავ დრაკონს გადაეყარა- მასწავლებელს, რომელიც გამოაგდეს დამალული სოფლიდან. შავმა დრაკონმა ლინგს შურისძიების გეგმა შესთავაზა და ლინგიც Დასთანხმდა...
ლინგმა დაინახა დიადი დრაკონი, რომელიც ოთახის ცენტრში იჯდა და ერთ წამში მასთან გაჩნდა. დიᲐდმა დრაკონმა მხოლოდ თავი გაიქნია, მაგრამ ლინგი ადგილიდან არ დაძრულა, რადგან თავის ნამდვილ მტერს ელოდებოდა. უცბად მათ შორის ზილონგი გაჩნდა დრაკონის შუბით ხელში. ეს იყო მომენტი, რომელსაც ლინგი ელოდებოდა-მომენტი როცა დაამტკიცებდა, რომ დიადი დრაკონი შეცდა. მათი ბრძოლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ბრძოლაში ვერც ერთმა ვერ გაიმარჯვა. 
ლინგი მიხვდა-მიუხედავად იმისა, რომ ზილონგი მაშინ დაამარცხა იგი სუსტი საერთოდ არ იყო. მაშინ ლინგმა მთელი თავისი ძალა ერთ დარტყმაში ჩააქსოვა-"ხმლის ქარიშხალში". ამ უდიდესმა ენერგიამ Მთელი დამალული მიწა შეძრა.  ზილონგმა საკუთარი ხმალი შიშის გარეშე აწია და ლინგის ხმალს დაარტყა. ლინგს ხელი აუკანკალდა სანამ ზილონგისკენ ხმალს ახლიდან გაიქნევდა.
მოგონებებმა ლინგის გული გაათბო, ზილონგს მაშინაც სჯეროდა, რომ მათი მეგობრობა მათ კონმფლიქტს გადაფარავდა, ამ ყველაფერმა ლინგს ხმალი დააგდებინა. ლინგი დაიბნა რადგან მიხვდა, რომ ზილონგი მაშინ სპეციალურად დამარცხდა ბძოლაში და იგი ამიტომ აირჩია დიადმა დრაკონმა. ზილონგმა არჩია დამარცხებულიყო რათა აეხდინა ლინგის ოცნებები. ლინგმა იცოდა, რომ ეს უკანასკნელი შანსი იყო როცა შეეძლო ზილონგთან სამართლიანად ებრძოლა.
ზილონგი კი მიხვდა, რომ ლინგმა უკან მოიტოვა წყენა და დღეიდან მას შეეძლო თავისუფლად ეფრინა ღრუბლებში, როგორც თაღის ნიბლიას.




კომენტარები: (0)
reload, if the code cannot be seen
მოახლოებული
თამაშის შესახებ ინფორმაცია იხილეთ სრულად სიახლეში...
3-09-2021, 04:43
MLBB - ს ისტორიები
"თუ რწმენას შეუძლია დააბრუნოს სიყვარული, იმედი და იხსნას სამყარო, მაშ კვლავ...
19-07-2021, 01:19
სტატიები
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად .......
15-07-2021, 19:41
მოახლოებული
თრეილერი იხილეთ სრულად სიახლეში...
2-06-2021, 22:05
3-09-2021, 04:43
19-07-2021, 01:19
15-07-2021, 19:41
2-06-2021, 22:05
27-05-2021, 20:51
26-05-2021, 23:28
19-05-2021, 18:53
19-05-2021, 18:48
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up