ALUCARD - ისტორია
უკანასკნელი დიადი ბრძოლა საუცხოო მოგონებაა მონიანებისთვის. ძლევამოსილმა სინათლის ორდერმა იმპერიის საზღვრის დაცვასთან ერთად გაანადგურა დემონური ძალები მონიანების და უნაყოფო მიწებზე. მაგრამ ახალგაზრდა ალუქარდისთვის ომი მხოლოდ საშინელ მოგონებებთან, ტკივიᲚთან და დანაკარგთან ასოცირდებოდა. მამამისის მეორე პოლკმა უდიდესი დანაკარგი განიცადა შეტაკების დროს, ხოლო ალუქარდის მამა საერთოდ დაიკარგა. მოგვიანებით სინათლის ორდენმა იგი გარდაცვლილად გამოაცხადა.
დაუმორჩილებლობის გამო მეორე პოლკი არ შეიწყალეს და გააკრიტიკეს დისციპლინის არ ქონის გამო. ეს უდიდესი დარტყმა იყო ალუქარდისთვის, რომელიც Აღმერთებდა მამას. ალუქარდი სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან გამკიცხავ სახეებს ხედავდა და მას შურისძიების სურვილი კლავდა ამიტომ გადაწყვიტა, რომ აღედგინა მამის პატიოსანი სახელი და გაენადგურებინა ყველა დემონი განთიადის მიწაზე... მან დატოვა საკუთარი სახლი და დაიწყო მოგზაურობა უძველეს სინათლის ტაძარში. როგორც მკვდარი ჯარისკაცის ობოლი შვილი, ალუქარდი მალევე მიიღეს სინათლის ტაძარში.
მომდევნო წლებში ალუქარდი სწავლობდა ბრძოლის ხელოვნებას. მისი ნიჭის დახმარებით იგი მალევე გახდა საუკეთესო სტუდენტი თანატოლებს შორის. წრთვნის დროს, ტიგრალი სინათლის ორდენის მმართველი, ხშირად სტუმრობდა ალუქარდს და ასწავლიდა ბრძოლის ხელოვნებას და ამასთან ხშირად უყვებოდა მამის გმირულ საქმეებზე.
ტიგრალი ამ დროს უკვე ცნობილი მებრძოლი იყო და ალუქარდი მას პატივს სცემდა, მაგრამ როდესაც ალუქარდი მამის ბოლო ბრძოლაზე იწყებდა ლაპარაკს ტიგრალი მაშინვე ჩუმდებოდა და მის თვალებში უცნაური ემოცია ჩნდებოდა. ალუქარდს არ სჯეროდა მამამისის ბრძოლაში დაღუპვის ამბავი და დარწმუნებული იყო, რომ იგი სადღაც ელოდებოდა შვილის მოსვლას.
18 წლის ასაკში ალუქარდმა დაამთავრა სწავლა და მონასტრის არბიტრი გახდა. მას დაევალა, რომ ემოგზაურა და გაენადგურებინა დემონები. ალუქარდმა აიღო მამის ძველი ხმალი და გაემგზავრა მისიის შესასრულებლად. იგი მალევე საუკეთესო დემონებზე მონადირედ იქცა.
ალუქარდს უნაყოფო მიწაზე ნადირობისას ერთი ინციდენტი შეემთხვა. მას ისეთი მაგიური
ჭრილობა მიაყენეს, რომლისგან განკურნებაც შეუძლებელი იყო. სიბნელე თითქოს ალუქარდის სხეულში იღვრებოდა და უეცრად მკლავმა უცნაური ტრანსფორმაცია დაიწყო. მისი სხეული უცნაურ მუტაციას გადიოდა, ამიტომ ალუქარდმა ბებერ მჭედელს სთხოვა დახმარება. ეს კაცი უბრალო მჭედელი არ იყო- იგი ალუქარდის მამასთან ერთად იბრძოდა და სინათლის ორდერის წევრი იყო.
მან ალუქარდის უზარმაზარი ხმალი იცნო და როდესაც გაიგო ვის ელაპარაკებოდა ბრძოლის შესახებ ყველაფერი მოუყვა ალუქარდს.
ალუქარდის მამის პოლკი ასე ღრმად მტრის ტერიტორიაზე ტიგრალის იმპულსურობის გამო აღმოჩნდა, როდესაც მიხვდნენ რომ მახეში იყვნენ ალუქარდის მამა წინ გადახტა, რათა ძირითადი ძალა- ტიგრალის ჯარი დაეცვა, ბრძოლის დროს ალუქარდის მამა უეცრად დემონებთან ერთად გაქრა, ხოლო ეს მჭედელი ერთადერთი იყო ვინც მეორე პოლკიდან გადარჩა.
სიმართლის გაგების შემდეგ ალუქარდი ქალაქში დაბრუნდა და ტიგრალი გამოკითხა იმ დღის შესახებ. როდესაც ალუქარდის ბრაზი დაინახა ტიგრალმა უთხრა, რომ მას დანაშაულის შეგრძნება ჭამდა პოლკის მიტოვების გამო, ამიტომ არჩია სიჩუმე შეენარჩუნებინა. ტიგრალმა , რომელიც ძმასავᲘთ იყო ალუქარდისთვის, ალუქარდი დააბნია- იგი ვერც მოკლავდა ტიგრალს და ვერც ჩადენილს აპატიებდა.
მამის სახელის დასაცავად ალუქარდმა მოითხოვა სიმართლის გამჟღავნება და მამის პატიოსნების აღდგენა. თუმცა მისი მოთხოვნა უარყვეს და იგი ქალაქიდან გააგდეს. ხოლო სინათლის ტაძარმა ალუქარდი მისი მარჯვენა ხელის მუტაციის გამო უარყო. დიდი ხნის განმავლობაში ალუქარდის ერთადერთი ოცნება მამის სახელის აღდგენა და სინათლის არბიტრობა იყო, მაგრამ ახლა სიმართლის გაგების შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეღალატა სინათლის ტაძრისთვის და მარტო ებრძოლა.
მომდევნო წლების განმავლობაში ალუქარდი მოგზაურობდა გაᲜთიადის მიწაზე, ხოცავდა დემონებს და მამამისის ადგილსამყოფელს ეძებდა. მისმა მარჯვენა ხელმა უდიდეს ძალასთან ერთად უდიდესი ტანჯვა მოუტანა- მას მარჯვენა ხელის დამალვა გამუდმებით უწევდა.
რაღაც დროის შემდეგ ყველამ გაიგო დემონების გამანადგურებლის შესახებ. ხალხი ამბობდა, რომ რამდენადაც შორს არ უნდა გაქცეულიყო დემონი, მებრძოლი შავი ხელით მას მიაგნებდა და გაანადგურებდა.