BENEDETTA - ისტორია
მას შემდეგ, რაც უფსკრული ამაღლდა მიწა დაავადებებმა შეიბყრო და განთიადის მიწის მთელი სამხრეთ ნაწილი უნაყოფოდ იქცა.. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ლანტისის მთა ფარავს გაფუჭებულ უფსკრულს ,ბუნება სამხრეთ ნაწიᲚში მაინც გვხვდება. თუმცა ამ მიწაზე დღეს არაფერია Გარდა ჩუმი ადგილისა სავსე სიკვდილით. ხალხი ამ ადგილს სასოწარკვეთილების ადგილს ეძახის.
ერთადერთი გზა, რომელიც უფსკრულს მონიანების სამეფოსთან აკავშირებდა გაანადგურეს და იქ არსებული თავშესაფრები და გაძევებული ხალხი სამუდამოდ მოსწყვიტეს დანარჩენ სამყაროს. ეს ხალხი ახლა შიშში და იმედგაცრუებაში ცხოვრობს, იტანჯება მონსტრების შემოტევებისგან და ცდილობს გადარჩენას.სწორედ ამ ხალხს სახელმა ბენედეტამ იმედი და დაცულობის შეგრძნება მოუტანა.
ეს გამბედავი და შეუპოვარი ქალი ლიდერობს ჯგუფს, იბრძვის სამხრეთის მიწებზე ლანტისის მთასთან და იცავს გადარჩენილ ხალხს ამ უიმედო მიწებზე. 4 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბენედეტამ და მისმა ჯგუფმა დაიწყეს ლაშქრობები ლანტისის მთასთან.
სადაც არ უნდა წასულიყო ბენედეტა ყველგან დაატარებდა ალექტოს, გააფთრებული მონსტრებიც კი შიშისგან კანკალებდნენ ამ გრძელი ალესილი ხმლის დანახვისას, რომელსაც უზომო ძალა ჰქონდა. ხალხმა სამხრეთ ნაწილიდან ბენედეტას ჩრდილის მოხეტიალე და უნაყოფო მიწების დამცველი უწოდა. მან მიიღო აღიარება და პატივისცემა ყველასგან, ვინც კი ამ იზოლირებულ ადგილას ცხოვრობდა. თუმცა დაშორებამ მონიანების სამეფოსთან ღრმა ჭრილობა დატოვა ბენედეტას გულში და მხოლოდ მან იცოდა, რომ ჭრილობა არასოდეს შეხორცდებოდა.
ალუქარდი არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვისი ცხოვრებაც წლების წინანდელმა ომმა სამუდამოდ შეცვალა. ბენედეტაც ამ ომის მსხვერპლი იყო. მაგრამ ბენედეტას ოჯახი განსხვავდებოდა ალუქარდის ოჯახისგან. მისი მამა ოფიცერი ან მენტორი კი არა უბრალო ჯარისკაცი იყო. სამწუხაროდ მეორე პოლკი აჯანყებაში დაადანაშაულეს დამარცხების შემდეგ და ამის გამო არანაირი პატივი არ ერგოთ ჯარისკაცებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის გადარჩენას. როგორც ოფიცერის შვილი ალუქარდი სინათლის ტაძარში გაგზავნეს სხვა რამდენიმე ბᲕშვთან ერთად და იგი სინათლის დალოცვით იზრდებოდა.
ბენედეტამ კი ასეთი პრივილეგია ვერ დაიმსახურა, რადგან უბრალო ჯარისკაცის შვილი იყო და ობოლ გოგოს მოუწია ეტანჯა. ბავშვობიდან იგი ოცნებობდა გაზრდაზე და სინათლის რაინდობაზე, რათა დაეცვა მამის ღირსება და ამოეხოცა ის მონსტრები, რომლებმაც მამამისი მოკლეს.
იგი გამუდმებით ვარჯიშობდა როგორც მებძოლი,ხვეწავდა საკუთარ საბრძოლო ტექნიკას და მამის მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ გრძელ ხმალთან ერთად ემზადებოდა ბრძოლებისთვის, რომლებიც წინ ელოდა. თუმცა თავდადებულ ბენედეტას უარი უთხრეს სამეფო არმიაში გაწევრიანებაზე, რადგან ორდენში მყოფი კაცები განრისხებულები იყვნენ ალუქარდის Მშობლებზე და ყველა ჯარისკაცზე, რომელიც მეორე პოლკში მსახურობდა და გამოსცეს კანონი, რომლის თანახმადაც არცერთი აჯანყებულის მემკვიდრე არასოდეს ჩაირიცხებოდა იმპერიის არმიაში, რათა მათ არ ეძიათ სიმართლე ისე, როგორც ეს ალუქარდმა ქნა. იმედგაცრუებულმა ბენედეტამ აიღო ხმალი ,დატოვა მონიანების სამეფო და გაეშურა უნაყოფო მიწებისკენ რათა გაენადგურებინა მონსტრები და შური ეძია.
მიუხედავად იმისა, რომ ბენედეტა მენტალურად ძლიერი იყო, უნაყოფო მიწებზე ჩასვლისას იქაურმა კორუფციამ და უკიდურესმა გაჭირვებამ ძალიან გააოცა, თუმცა მისთვის უფრო გასაოცარი აღმოჩნდა ის, რომ ხალხი, რომელიც მთლისწინეთთან ცხოვრობდა იტანჯებოდა უხეში გარემოსგან. ცხოვრება იქ ძალიან რთული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ხალხი მაინც ოპტიმისტურად უყურებდა ყველაფერს. სამწუხაროდ მათ ყველაფრისთვის ბრძოლა და გამუდმებით გადარჩენაზე ფიქრი უწევდათ. მათ ბევრი რამ შეცვალეს- გაასწორეს მიწა, გაზარდეს ახალი თაობა და დაამარცხეს მონსტრების ნაწილი. ბენედეტა თავიდან საერთოდ არ ინტერესდებოდა ამ ხალხით, მან უმიზნოდ ხეტიალი დაიწყო უნაყოფო მიწებზე და საკუთარ ხმალს ახალი სახელი- ალექტო დაარქვა.
ბენედეტამ საკუთარი ბრაზი მონსტრებზე გადმოაᲜთხია და მათ მასობრივად ხოცავდა. მაგრამ, დროის შემდეგ გაანალიზა, რომ ტერიტორია თვალუწვდენელი იყო, უფსკრულის და მონსტრების ძალა იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ელოდა. იგი ვერაფერს შეცვლიდა მხოლოდ საკუთარი ძალებით. ერთ დღეს მან გაირბინა მაწანწალებს შორის, რომლებიც მონსტრებს ებრძოდნენ. მონსტრები ბევრნი იყვნენ, მაგრამ ჯგუფი გმირულად და სინქრონში ებრძოდა, ამიტომ მათ უკან დაიხიეს . ამ დღის შემდეგ ბენედეტა ჯგუფს დაუმეგობრდა და მათთან ერთად მაწანწალების ჯგუფი შექმნა, ისინი ერთმანეთს სხვადასხვა ხედვას და უნარებს უზიარებდნენ, ეხმარებოდნენ იქ მცხოვრებ ხალხს. ნელნელა მონსტრების რიცხვი შემცირდა , თუმცა ბენედეტამ მაინც ვერ დაივიწყა ის, რაც მონსტრებმა გაუკეთეს. ბენედეტას მეთაურობის დროს ყველას ჯეროდა, რომ მაწანწალების ჯგუფი შეძლებდა ყველაფერთან გამკლავებას და ერთ დღეს უნაყოფო მიწაზე ყვავილებიც გაიხარებდნენ, თუმცა ბენედეტას სხვა მიზანი ჰქონდა- დაემარცხებინა მონსტრები და აღედგინა მამის შერცხვენილი სახელი, მას უნდოდა დამტკიცება, რომ პატივისცემას დამსახურებება ჭირდებოდა და სხვანაირად მას ვერ მიᲘღებ. ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ მას და უფსᲙრულს შორის, ეს იყო ბრძოლა ბენედეტასა და სამეფოს შორის.