0

Zilong - MLBB

ALFA7-03-2021, 22:05
კატეგორია: MLBB - ს ისტორიები
ისტორიის მომწოდებლიFacebook — მობაილ ისტორია  


ZILONG  

სრული სახელი: ზილონგი
კოდური სახელი: ღრუბლების დრაკონი
ფრაქცია: დრაკონის საკურთხეველი
ადგილი: დრაკონების დამალული მიწა, დრაკონის საკურთხეველი
იარაღი: დრაკონის შუბი
სქესი: მამრობითი 
რასა: ადამიანი
ასაკი: 21
სიმაღლე: 183 სმ
ნათესავები: ჩაგნ'ი (უმცროსი და)
მოკავშირეები: ლინგი, ბაქსია, ვანვანი
მტერი: იუ ზონგი



ისტორია
ზილონგი დაიბადა მშვიდ ადგილას ქადიების ოჯახში. იმ ოდნავი მოგონებებიდან,რაც დარჩა მას ახსოვს მამა, რომელიც ხელოსანი იყო და მოგზაურობდა. ყოველ წელს, როცა სეზონი იცვლებოდა, ისინი მოგზაურობდნენ ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, სანამ ზილონგის დედას მათი პატარა შვილი ხელში ეჭირა და ეტლში მოთავსებული ღიმილით უყურებდა ზილონგის მამას, რომელიც ბოლო ხმაზე მღეროდა მთელი გზა.
მაგრამ ზილონგს მშობლების დაკარგვაც ახსოვდა. დანიშნულების ადგილამდე მიღწევის დროს სასტიკმა ქარმა როგორ გადააბრუნა მათი ეტლი და როგორ გაიქცნენ შეშინებული ცხენები. როცა ქარი დაწყნარდა, ზილონგი მიხვდა, რომ მარტო იყო და მისი მშობლები არსად ჩანდნენ. უიმედოდ დარჩენილი ზილონგი შვიდი დღე დადიოდა უცხო მიწებზე. მიუხედავად სურვილისა და უამრავი დაბრკოლებისა, რაც ზილონგმა გაიარა, მან საოცარი პოტენციალი გამოავლინა და ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით არ დანებდა.როდესაც ზილონგი დანებების ზღვარზე იყო თეთრ წვერიანმა მოხუცმა კაცმა  ფართო მანტიით და გრძელი სახელოებით იგი უცნაურ ადგილას წაიყვანა.
გრძელი მანძილის გავლის შემდეგ ზილონგი დიადი დრაკონის გასაოცარ სასახლეში მოხვდა. ის იქ დიადმა დრაკონმა მიიყვანა.ზილონგმა დრაკონის საკურთხეველთან შვილი წელი იცხოვრა.
ამ შვიდი წლის მერე, დიადმა დრაკონმა, რომელსაც წლების განმავლობაში შეგირდი არ აუყვანია, გამოაცხადა, რომ აირჩევდა მემკვიდრეს ზილონგსა და ლინგს შორის. და ყველას გასაოცრად მან ზილონგი აირჩია.
ყველა გააოცა დიადი დრაკონის გადაწყვეტილებამ. დიადი დრაკონის მიმდევრები გაოცდნენ თუ რატომ მოიქცა დიადი დრაკონი ასე. თუმცა, მხოლოდ დიადმა დრაკონმა იცოდა ზილონგში ჩამალული პოტენციალის შესახებ. უძლიერესი ვერასოდეს შეძლებს მიაღწიოს გამბედაობის და გონება გახსნილობის იმ საფეხურს, რომელის მიღწევასაც შეძლებს ენთუზიაზმით სავსე ადამიანი.
და მალევე ზილონგმა საკუთარი ქცევებით დაამტკიცა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.ამასთან ის იყო მშვიდი სტუდენტი,მამაცი პიროვნება და კეთილი ადამიანი. ის დიადმა დრაკონმა იშვილა და ზილონგი ისე იქცეოდა, როგორც წმინდანი-ეხმარებოდა ხალხს და იცავდა მათ საფრთხისგან.
ამ თვისებებით ზილონგმა დრაკონის მიწაზე ყველას სიყვარული დაიმსახურა. 
როცა 18 წლის იყო დიადმა დრაკონმა მას ყველაზე დიდი განძი გადასცა ხალხის წინაშე. ეს დრაკონის შუბი ისტორიაში ყველაზე დიდი ძალის მატარებელი იყო. შუბთან ერთად დიადმა დრაკონმა ზილონგს კადიას მიწების დაცვის ვალდებულებაც გადასცა.
მომდევნო წლების განმავლობაში ზილონგი და დიადი დრაკონი დადიდნენ კადიას მიწეზე და ამარცხებდნენ მტრებს,  ამ ქმედებების გამო ზილონგს ზედმეტსახელი-ხალხის გადამრჩენელი ეწოდა.
მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ ზილონგი დაიკავებდა დიადი დრაკონის ადგილს და გახდებოდა ძლიერი დამცველი. მისი მტერი იუ ზონგი გამოჩნდა კონტინენტზე.
ბოროტი ამბიციებისგან დაბრმავებული იუ ზონგი დიადმა დრაკონმა გააგდო, მაგრამ უეცრად იგი დაბრუნდა შურისძიებისთვის.
დიადი დრაკონის თაოსნობით ზილონგმა, ბაქსიამ, ლინგმა და ვანვანმა შექმნეს  მებრძოლთა ჯგუფი, რომელიც ორიენტირებული იყო დაეცვა მიწები ყველასგან, ვინც მათ განადგურებას გადაწყვეტდა.





კომენტარები: (0)
reload, if the code cannot be seen
სხვა
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად სიახლეში ......
Yesterday, 20:39
სხვა
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად სიახლეში...
7-05-2021, 01:49
სხვა
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად სიახლეში...
1-05-2021, 13:06
მოახლოებული
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად სიახლეში ......
24-04-2021, 00:51
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up