ზედმეტსახელი: თვითმფრინავების მმართველი, გუნდის მეფე
ფრაქცია: უცნობია
ადგილი: კასტია
იარაღი: უცნობია
სქესი: მამრობითი
რასა: კასტიანი
დაკავშირებული პერსონაჟები: ივი, ავრორა
ისტორია
უდიდესი ცივილიზაცია ისტორიის ფერფლიდან აღმოცენდა და კასტიანების აგრესიული ბუნების გამო ჯიუტად მოაღწია დღევანდელ დღემდე. კასტიანები საკუთარ დროს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში იყენებდნენ, რათა მარტივად დაემარცხებინათ სუსტი რასები და ამისგან მაქსიმალური სიამოვნება მიᲔღოთ. უამრავი თაობის შემდეგ კასტიანებმა შეძლეს გონებით მაქსიმალური მანიპულირება და მწერის სულის "დომორეის" ან "ღამის კოშმარული ქვირითის" (როგორც თვითონ ეძახდნენ) გაკონტროლება. ამ უკვდავ სულს შეეძლო ნებისმიერ ადგილას გაჩენა ისე, რომ დაემსხვრია ნებისმიერი ფიზიკური თუ მაგიური ბარიერი. მას შემდეგ, რაც კასტიანებმა დააბრუნეს ეს არსება საკუთარ პლანეტაზე, მისი სული ჩაასახლეს იქაურ მაცხოვრებლებში და მათ მართავდა კასტიანების მეფე-ზასკი, რომელმაც უკვე დაიბყრო უამრავი ქვეყანა. შემოსევების დროს კასტიანებმა დაიმონეს მაცხოვრებლების გონებები და ამოწურეს მთლიანი რესურსი. ერთ-ერთი მრავალი სულიდან, რომლებიც ზასკმა გაგზავნა სამყაროების დასაზვერად ანგელოზმა არგუსმა დაატყვევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც არგუსი მწუხარებამ შეიბყრო, სული გაიქცა და განთიადის მიწის მწერებს შეეწყა. ამ შემთხვევამ ზასკს შეაგნებინა რა ხდებოდა განთიადის მიწაზე. როდესაც ნახა თავისუფალი რესურსები, გზასკი ჩამოვიდა გამოგონილი მიწიდან, რომ გაეკეთებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა: ებატონა და მოეკლა...