0

Xborg - MLBB

ALFA7-03-2021, 21:52
კატეგორია: MLBB - ს ისტორიები
ისტორიის მომწოდებლიFacebook — მობაილ ისტორია  


X-BORG

ზედმეტსახელი: გაუტეხავი ჯავშანი ცეცხლის გამჩენი
ფრაქცია: არცერთი
ადგილი: ერუდიტიო, მეცნიერთა ქალაქი სანკოკი, მეცნიერთა ქალაქი
იარაღი: ჯავშანი, ცეცხლის მატორი
სქესი: მამრობითი
რასა: ადამიანი კიბორგი
თმის ფერი: იისფერი
თვალის ფერი: წითელი ფერადი გარსი
დაკავშირებული პერსონაჟები: ბრუნო



ისტორია

ექსტრაორდინალურ გონებას შეუძლია ახალი სინათლე შემოიტანოს კაცობრიობის ისტორიაში, ან უარესობისკენ შეცვალოს ყველაფერი. ეს შეუფასებელი განძია, მაშინაც კი თუ იგი უამრავ წარუმატებლობაზეა დაფუძნებული. გამაოგნებელი ტექნოლოგიებისათვის ხალხს შეუძლია ბევრი რამ გაიღოს მსხვერპლად. ერუდიტიო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა განთიადის მიწებზე და იგი ინტელექტის სიმბოლოს წარმოადგენდა. მათ ყველაფერი, რაც შეუძლებელი იყო შესაძლებლად აქციეს. 
სამწუხაროდ  აფეთქების სერიები ერუდიტიოს თავის ტკივილად იქცა. ყველა მტკიცებულება  მიᲣთითებდა ერუდიტიოს მეტოქეზე, მაგიის სკოლაზე. ერუდიტიოს უსაფრთხოებისთვის ბრუნომ უბრძანა რეინჯერებს დაეკავებინათ ის, ვინც ამ ყველაფრის უკან იდგა.
ბევრი ძებნის შემდეგ  მთვარის შუქზე გამოჩნდა ჩრდილი, რომელიც ცეცხლს აჩენდა ერუდიტიოს მთელ  ტერიტორიაზე.ის ნელა ჩამოვიდა მაღალი კოშკიდან და მთვარის შუქზე ბრუნომ მისი სახე დაინახა. ეს ის  იყო- იქს ბორგი..
თუმცა, როდესაც რეინჯერებმა იქს ბორგის დაჭერა სცადეს, მათ ცეცხლის ტალღა მოხვდათ და ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ გადალახეს ცეცხლის ბარიერი. რეინჯერებმა ბევრი რამ ცადეს ცეცხლის ენების გადასასვლად, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. ბევრი მათგანი ამ შეტაკების დროს მძიმედ დაიწვა.
საკუთარი საქმის დამთავეების შემდეგ იქს ბორგი გაეცალა იმ ადგილს. რეინჯერები მას დაედევნენ. მაგრამ, როდესაც მიუახლოვდნენ დოქტორმა რუნმა გააჩერა ისინი და სიმართლე მოუყვა.
წლების წინ ერუდიტიოს გვერდით პატარა და მშვიდი სოფელი არსებობდა, სახელად სანჰოკი. ერთ დღეს სოფელში ტექნოლოგიური ექსპერიმენტები დაიწყეს.  თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ უეცარმა შემთხვევამ აფეთქება გამოიწვია და ქალაქში ცხოვრები ყველა უდანაშაულო ადამიანი ტოქსიკური გაზით მოწამლა, არანაირი ტირილს ან ყვირილის გარეშე.
აფეთქება საშინელი იყო და იმდენად სწრაფი, რომ ყველა ცოცხალი არსება სიკვდილის მკლავებში გახვია. ერუდიტიომ მაშინვე გააგზავნა სასწრაფო დახმარების ჯგუფები ხალხის გადასარჩენად. 
სამწუხაროდ, მხოლოდ ახლაგაზრდა იქს ბორგი გადარჩა სხეულის მძიმე დაზიანებით. მეცნიერებმა შეძლეს მისი სხეულის გადაკეთება ისე, რომ სიცოცე შეძლებოდა, თუმცა იქს ბორგმა ვერ დაივიწყა ის ჯოჯოხეთი, რაც გამოიარა.
წლების შემდეგ ის გაიქცა ერუდიტიოდან და თავის ქალაქში დაბრუნდა. მან აღმოაჩინა, რომ ერთ დროს ულამაზესი სოფელი ნაგვის გროვად იყო ქცეული. ასე ნაცნობმა და უცნობმა ადგილმა მას ზომიერება დააკარგინა და  მტკივნეულ წარსულში დააბრუნა.
ბავშვობაში იქს ბორგს ძალიან უყვარდა ერუდტიო. მისი ოცნება იყო, რომ ემუშავა ასეთ ქალაქში, ქალაქში სავსე  ტექნოლოგიებᲘთ და ბევრი მაგიური არსებით, ქალაქი, რომელიც ყველას უკეთეს მომავალს პირდებოდა. წლების შემდეგ ენერგიის ამოწურვის გამო ერუდიტიოს ხალხმა გადაწყვიტა აეშენებინათ დიდი კოშკი მის პატარა სოფელში. იქს ბორგი ამ შენობის მშენებელი გახდა და ენთუზიაზმით აშენებდა მას, მაგრამ ერთხელ ნავთობსადენის შემოწმების დროს უბედურება მოხდა და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ნავთობის გამოხეთქვამ მილიდან იქს ბორგი უკან გადააგდო დს მთელი სოფელი გაანადგურა.
სიკვდილის პირას მყოფი იქს ბორგი მიხვდა, რომ ერთადერთი გადარჩენილი იყო და ერუდიტიოში მიჰყავდათ სამკურნალოდ. მას არასოდეს უფიქრია, რომ ოცნების ქალაქში ასე მოხვდებოდა. ბევრი მტკივნეული პროცედურის და სხეულის მოდიფიცირების შემდეგ იგი გამოჯანმრთელდა და ერუდიტიოს ერთ-ერთ მაგიურ ქმნილებად იქცა. მისი ოცნებები დაიმსხვრა, ყველაფერი რაც ახსოვდა ეს იყო აგონია და იგი მხოლოდ ერუდიტიოს ტექნოლოგიების განადგურებაზე ფიქრობდა.
ტექნოლოგიებმა შეცვალეს იქს ბორგის ცხოვრება, მაგრამ არა ისე როგორც იგი იმედოვნებდა. ყველაფერი რაც მისთვის ძვირფასი იყო განადგურდა და ბრაზმა მისი გონება აავსო. მას ეზიზღებოდა საკუთარ თავზე შეყვარებული მეცნიერები, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ჩუმად გამოეგონებინა ცეცხლსატყორცნები ერუდიტიოს ლაბორატორიაში.იქს ბორგმა ისინი პერსონალურად გამოცადა მაღალ კოშკში და იგრძნო ძალა საკუთარ სხეულში, მაშინ როცა დაინახა როგორ იწვოდნენ მეცნიერები წითელი ცეცხლის ალში.
იქს ბორგმა გააგრძელა პრობლემების შექმნა ერუდიტიოში, მაგრამ საკუთარი ნამოქმედარის შედეგებით მაინც არ იყო კმაყოფილი. ამიტომ მან გამოიყენა დარჩენილი გამოუყენებელი მასალა, შექმნა ფეთქებადი მანქანა და დაიფიცა, რომ ერუდიტიოს მიწასთან გაასწორებდა. ახლა მას შეეძლო დაპირისპირებოდა მტრის ჯგუფებს და დიდი ზიანი მიეყენებიმა მათთვის. 
თუმცა იქს ბორგმა იცოდა, რომ ერუდიტიოს მარტო ვერ გაანადგურებდა, ამიტომ გადაწყვიტა კონფლიქტი შეექმნა ქალაქსა და მაგიის აკადემიას შორის.ყოველ ჯერზე როცა ერუდიტიო რაიმეს აღნიშნავდა, იქს ბორგი ჩრდილში იდგა და ქაოსს იწვევდა ქალაქში.იგი მიხვდა, რომ ყველა ტექნოლოგიურ განვითარებას სიკეთე არ მოჰქონდა კაცობრიობისთვის. მას საკუთარი მეთოდები ჰქონდა ერუდიტიოს ერთხელ და სამუდამოდ გასანადგურებლად.  მაგრამ იქამდე, სანამ ამას იზამდა მას უნდა გაენადგურებინა ერუდიტიოს მთავარი იმედი- მისი რეინჯერები.







 




კომენტარები: (0)
ყველა სიახლე
იყიდება პროექტი ყვლა თავისი აქტივით: Web Page: Mobilegames.ge Facebook:...
6-02-2024, 12:44
სატესტო
PUBG კონტროლერი თავსებადია როგორც ios სისტემებზე ისე ანდროიდზე....
27-11-2021, 06:37
MLBB - ს ისტორიები
"თუ რწმენას შეუძლია დააბრუნოს სიყვარული, იმედი და იხსნას სამყარო, მაშ კვლავ...
19-07-2021, 01:19
მოახლოებული
თრეილერი იხილეთ სრულად სიახლეში...
2-06-2021, 22:05
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up