1

Khaleed - MLBB

ALFA7-03-2021, 21:49
კატეგორია: MLBB - ს ისტორიები
ისტორიის მომწოდებლი: Facebook — მობაილ ისტორია  



KHALEED


ზედმეტსახელი: უდაბნოს ჯარისკაცი, არტას კლანის პრინცი
ფრაქცია: დასავლეთური
ადგილი: აგეტას მშრალი ადგილები
იარაღი: უდაბნოს იატაგანი (იგივე თურქული ხმალი)
სქესი: მამრობითი
რასა:  ადამიანი
დაკავშირებული პერსონაჟები: მოსკოვი( მეგობარი) ჰუფრა (მტერი)



ისტორია

საუკუნეების წინ არსებობდა ერთი ანტიკური ტომი, რომელიც დაუსრულებელ უდაბნოში ცხოვროვდა აგელტას მშრალ მიწებზე. ისინი აშენებდნენ სოფლებს ზურმუხტისფერი გზის გაყოლებაზე და საკუთარ ცივილიზაციას მემკვიდრეებს უტოვებდნენ უამრავი თაობის განმავლობაში.
არტას კლანის პრინცს, ჰალედს უყვარდა თავგადასავლები. იგი ოცნებობდა ზურმუხტისფერი გზის მთლიანად გავლაზე და დღეზე როდესაც მთლიანად მოივლიდა აგელტას მშრალ მიწებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იყო იგი Ხშირად დადიოდა ზურმუხტისფერ გზებზე.
ერთი ასეთი მოგზაურობის დროს ჰალედი უდაბნოს მიწის კლანის პრინცს, მოსკოვს შეხვდა .  ორმა ერთნაირად მამაცმა ადამიანებმა ერთმანეთს მოგზაურობის მიმართ სიყვარული გაუზიარეს, მალე შეთანხმდნენ ერთმანეთს შორის და ძლიერი მეგობრობა ჩამოაყალიბეს. ერთად მათ მთელი აგეტლას მშრალი მიწები გამოიკვლიეს.
თუმცა, ჰალედის და მოსკოვის მოგზაურობა მოკლე აღმოჩნდა.  ეს ცოტახნით ადრე იყო, ვიდრე მათ კლანებს დიდი პრობლემა გამოუჩნდებოდათ.   ეკლიანი მგლის კლანის ლიდერმა ომი გამოუცხადა მათ და მთელი აგელტას მშრალი მიწების დაბყრობა გადაწყვიტა ისე, როგორც ეს ტირანმა ჰუფრამ ქნა ერთხელ. როდესაც ჰალედი და მოსკოვი შეუბრალებელ მტრებს შეეჯახნენ გადაწყვიტეს, რომ სისხლის ბოლო წვეთᲛდე იბრძოლებდნენ.
ომის დროს ჰალედმა ძლიერი ლიდერობის უნარი და ქარიზმა გამოავლინა. კლანებმა შენიშნეს მისი ნიჭი და დაემორჩილნენ მას. დრო გადიოდა,ამბიციური მოსკოვი ყურადღების ცენტრში აღარ იყო და ამან იგი ძალიან გაანაწყენა. თუმცა ჰალიდი ვერ ამჩნევდა მეგობრის გრძნობებს.
ჰალიდმა და მოსკოვმა კლანები გააერთიანეს და მტერს უკან დახევა აიძულეს. მაგრამ მაშინ, როცა მათ ომზე კონტროლი უნდა აეღოთ, ყველაფერი მათ საწინააღმდეგოᲓ შემოტრიალდა.  უკან გაბრუნებულმა ეკლიანი მგლის კლანმა გადაწყვიტა, რომ წასულიყო ანტიკურ ქალაქ ტიჰუაკანში და  გაეტეხათ ბეჭედი რომელიც ჰუფრას ატყვევებდა. სამწუხაროდ, მათ ეს გამოუვიდათ და ბოროტი ტირანი გაათავისუფლეს.
როდესაც ჰუფრა მკვდრეთით აღსდგა, მთელ აგელტაში მიწისძვრები დაიწყო და შემდეგ საზიზღარი მონსტრები ამოვიდნენ მიწიდან.
ჰალედს გადაწყვეტილი ჰქონდა ჰუფრასთან და მიწის მონატრებთან შეტაკება. მან ბრძანება გასცა, რომ ყველა მოკავშირე უკან დაბრუნებულიყო და მომზადებულიყო მომავალი ბრძოლისთვის.  მაგრამ, განაწყენებულმა მოსკოვმა ჰალედის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა. 
მან ყველაფერში ჰალედი დაადანაშაულა, ბოლოს კლანებს მოუწოდა მას გამოჰყოლოდნენ და დაემთავრებინათ ჰუფრას ტერორი.
თუმცა კლანის წევრებმა გადაწყვიტეს მოესმინათ ჰალედისთვის და მხარი არ დაუჭირეს მოსკოვის სტრატეგიას. არავინ უპასუხა მოსკოვის ძახილს. შერცხვენილი მოსკოვი უფრო გაბოროტდა. ჰალედმა ცადა მისი შეჩერება, თუმცა იგი უკვე აღარავის უსმენდა. მოსკოვმა თავისი ხალხი უდაბნოში წაიყვანა, რათა საკუთარი სიძლიერე ბრძოლის ველზე დაემტკიცებინა.
მოსკოვი და მისი ხალხი ჰუფრამ სასტიკად დაამარცხა. ჰალედი დილემის წინაშე აღმოჩნდა- ან გადაერჩინა მეგობარი, რომლის გვერდითაც ამდენი წელი იბრძოლა, ან გადაერჩინა კლანები.
ჰალედი ორივე გზას ვერ აირჩევდა. ამიტომ რეალურად იგი არჩევნის გარეშე დარჩა. მან მებრძოლებთან ერთად უკან დახევა გადაწყვიტა. როდესაც ისინი უსაფრთხო ადგილას მივიდნენ, ჰალედმა აიღო საკუთარი იატაგანი და მოსკოვის გადასარჩენად მარტო გაემგზავრა.
მაგრამ უკვე ძᲚიან გვიანი იყო. უდაბნოს ქვიშის კლანი გაანადგურეს. უსულო სხეულები მიწაზე ეყარა და მოსკოვი არსად ჩანდა. ჰალედმა მხოლოდ მისი შუბი იპოვა, რომელიც გატეხილი და სისხლით მოსვრილი ეგდო.
ჰუფრას დამანგრეველი ძალის წყალობით, განთიადის მიწების დასავლეთი ქაოსმა მოიცვა. მიწების უმეტესი ნაწილი მიწისძვრებმა გაანადგურა  და ბოროტი მიწის მონსტრები ყველა ანტიკურ ადგილს მიწასთან ასწორებდნენ. ჰალედი იტანჯებოდა მოსკოვის მიტოვების და საკუთარი ხალხის იმედების გაცრუების გამო. მომდევნო რამდენჯმე წელიწადი ისინი უამრავ ომში იყვნენ ჩაბმულები. ისინი ვერ უმკლავდებოდნენ ჰუფრას და ეკლიანი მგლის ეშვი ნელ ნელა იმარჯვებდა.
თუმცა, უკანასკნელ ბრძოლაში, ჰალედი მიწისძვრით დაიმუხტა. მას ხელში მოსკოვის შუბი ეჭირა და ესროლა არტიფაქტს, რომელიც ჰუფრას ეჭირა ხელში- მიწის ბურთს. ბურთმა ცვენა დაიწყო, უეცრად ჰალედის სხეულს შეერწყა და ჰალედს ქვᲘშის კონტროლის უნარი მიეცა.
ქვიშის ბურთი განადგურდა და მიწისძვრები შეჩერდა  ჰუფრას უკან დახევა მოუწია და ტიჰუაკანში, ანტიკურ ქალაქში გამაგრძა. მაგრამ მანამ, სანამ ტირანი ცოცხალი იქნებოდა ჰალედს მოუწევდა ეტარებინა დიდი პასუხისმგებლობა და ძლიერი შიში. მან მეომრების მოᲛზადება დაიყო ახალი ბრძოლებისთვის და გადაეყვიტა სიმშვიდე დაებრუნებიდა ანტიკური აგელტასთის.
თუმცა, სადღაც ჩრდილში ნაცნობი ფიგურა დასდებდა და ჯაშუშობდა ჰალედს. მისი ძველი მეგობარი მოსკოვი დაბრუნდა







კომენტარები: (0)
ყველა სიახლე
იყიდება პროექტი ყვლა თავისი აქტივით: Web Page: Mobilegames.ge Facebook:...
6-02-2024, 12:44
სატესტო
PUBG კონტროლერი თავსებადია როგორც ios სისტემებზე ისე ანდროიდზე....
27-11-2021, 06:37
MLBB - ს ისტორიები
"თუ რწმენას შეუძლია დააბრუნოს სიყვარული, იმედი და იხსნას სამყარო, მაშ კვლავ...
19-07-2021, 01:19
მოახლოებული
თრეილერი იხილეთ სრულად სიახლეში...
2-06-2021, 22:05
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up