1

Badang - MLBB

ALFA7-03-2021, 13:16
კატეგორია: MLBB - ს ისტორიები
ისტორიის მომწოდებლიFacebook — მობაილ ისტორია   


BADANG  



ზედმეტსახელი: ტომის მებრძოლი
ფრაქცია: სამხრეთული
ადგილი: მზის ადგილი, ვონეტის კუნძული
იარაღი: რკინის მუშტი
სქესი: მამრობითი
რასა: ადამიანი
თმის ფერი: შავი
თვალის ფერი: შავი ფერადი გარსი


ისტორია

დიდი ხნის წინ არსებობდა წყლით შემოსაზღვრული პატარა სოფელი, რომელიც განთიადის მიწების სამხრეთით მდებარეობდა. სოფელში მცხოვრები ადამიანები ბევრს შრომობდნენ და დღე და ღამ თევზᲝბდნენ თავის გადასარჩენად. მათ შორის იყო ძლიერი, სავარსუდოდ მებრძოლი, სახელად ბადანგი. ხალხი ამბობა, რომ ბადანგს შეეძლო შეშით სავსე ურმის ცალი ხელით აწევა, ასევე იგი ძალიან სამართლიანი და გამბედავი იყო.
ბადანგი ცნობილი იმ მონსტრებთან ბრძოლამ გახადა, რომლებიც სოფელს განადგურებით ემუქრებოდნენ. ენთუზიაზმით სავსე და მამაცი ბადანგი ყველას უანგაროდ ეხმარებოდა პრობლემების გადალახვაში.
ერთ დღეს უცნაური რამ დაატყდა სოფელს თავს.  სოფლის მაცხოვრებლები დილას ადრე ადგნენ თევზის დასაჭერად. თუმცა საღამოს ხელცარიელნი დაბრუნდნენ სახᲚში,ამასთან სათევზაო ნავებიც გაუნადგურდათ. ყველა შეშინებული იყო და ფიქრობდნენ, რომ მითიური წყლის მონსტრის  წყევლა დაატყდათ თავს. სოფელში საჭმელი შემცირდა, ამიტომ ბადანგმა გადაწყვიტა მათთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა და სიმართლე გაეგო, რადგან ლეგენდის არ ჯეროდა.
დილით ადრე ბადანგი ისევ სათევზაოდ გავიდა. იგი წყალში შევივიდა მახის დასაგებად. მან სიმართლის გაგების პროცესში უზარმაზარი სათევზაო ბადით ბევრი თევზი დაიჭირა. უცბად წყალმა ბრუნვა დაიწყო და უცნაური მისტიური არსება გაჩნდა მახის გვერდით. ეშმაკის მსგავსმა მრისხანე არსებამ თევზის შესრუტვა და მახის განადგურება დაიყო. მისი სახე თმით იყო დაფარული  და სხეული რვაფეხას მიუგავდა.  ბადანგმა ისროლა მახე მონსტრის დასაჭერად, თუმცა მონსტრი დაწვდა ბადეს, კბილებით გაარღვია, გათავისუფლდა და შეუტია მას. უშიშარი ბადანგი ბრძოლაში ჩაება ამ მრისხანე არსებასთან. მონსტრი ძლიერი იყო და ბადანგის მკლავები დააზიანა, მას ისინი მთლიანად სისხლიანი ჰქონდა. ბადანგმა ძალები მოიკრიბა, სათევზაო შუბი თვალში Გაუყარა მონსტრს და ნაპირზე გაათრია. როგორც კი მონსტრი ნაპირზე აღმოჩნდა მისი კანი გამოშრა,იგი იხლართებოდა და ცდილობდა ესუნთქა. ბადანგს არასოდეს ენახა მსგავსი რამ.
მან აღმოაჩინა რომ მაგიურმა ნიშანმა დაიწყო ნათება მონსტრის სხეულზე. მონსტრი იტანჯებოდა და  ეხვეწებოდა ბადანგს რომ გაეშვა, იფიცებოდა, რომ ეს ყველაფერი ელფმა გააკეთებინა, რომელიც ტყეში ცხოვრობდა და საშინელ მუტაციას გადიოდა. როდესაც მონსტრი ლაპარაკს მორჩა ბადანგმა იგი გაათავისუფლა და გაუშვა მშვიდი ცხოვრების საძებნელად. ბადანგის სიკეთით გაოცებული მონსტრის სხეულმა ცვლილება დაიწყო. როდესაც იგი ჩვეულებრივ ფორმას დაუბრუნდა მან ბადანგს დიდი მადლობა გადაუხადა შემდეგ დალოცა ბადანგი და დააჯილდოვა ენერგიით, რომელმაც არა მარტო მისი დაზიანებული მკლავები აღადგინა, არამედ უფრო გააძლიერა იგი. 
ამის შემდეგ ბადანგი ხალხს ეხმარებოდა რათა ისინი ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ, თუმცა სამხრეთის მთების მონსტრს ვერ ივიწყებდა. ხალხის დასაცავად მან გადაწყვიტა გაენადგურებინა ბოროტი ენერგია. მან იმოგზაურა მთებში, გაიარა მთელი კუნძული და საბოლოოდ განთიადის მიწებზე აღმოჩნდა. 





კომენტარები: (0)
ყველა სიახლე
იყიდება პროექტი ყვლა თავისი აქტივით: Web Page: Mobilegames.ge Facebook:...
6-02-2024, 12:44
სატესტო
PUBG კონტროლერი თავსებადია როგორც ios სისტემებზე ისე ანდროიდზე....
27-11-2021, 06:37
MLBB - ს ისტორიები
"თუ რწმენას შეუძლია დააბრუნოს სიყვარული, იმედი და იხსნას სამყარო, მაშ კვლავ...
19-07-2021, 01:19
მოახლოებული
თრეილერი იხილეთ სრულად სიახლეში...
2-06-2021, 22:05
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up