GUSION
სრული სახელი: გუსონ პაქსლი
ფსევდონიმი: წმინდა მჭრელი პირი
ფრაქცია: დამოუკიდებელი იმპერია
იარაღი: სინათლის შევსებული ხანჯალი/ დამალული მჭრელი პირი
სქესი: მამრობითი
რასა: ადამიანი
დაკავშირებული პერსონაჟები: გვინევრა , ლანსელოტი
ისტორია
პაქსლების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ამაყი და პრესტიჟული ოჯახია განთიადის მიწაზე და ყველა მისი წარმომადგენელი იზრდება იმისთვის , რომ გახდეს ყველაზე დახვეწილი ორდენის ჯადოქარი. მათ თვალში ჯადოქრობა არის ყველა არისტოკრატის პროფესია და ყველა, ვინც ხმალს იქნევს ბრძოლაში მიიჩნევიან სულელებად და გონებასუსტ მასხარებად. თუმცა გუსონმა დაამსხვრია ტრადიცია. ოჯახის მეოთხე შვილი, გუსონი ბავშვობიდანვე დაკაᲕშირებული იყო სინათლის ელემენტებთან, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეკითხა და ესწავლა ჯადოქრობა, ის სინათლეზე საკუთარ კონტროლს იყენებდა სისწრაფის გასაუნჯობესებლად და ძველი ცერემონიის ხმლების ძლიერი სინათლის მაგიით გასაჟღენთად. მას ყოვᲔლთვის ჯეროდა, რომ მისი ოჯახი უარს ამბობდა სურვილებზე და შესაძლებლობებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი შებყრობილები იყვნენ ტრადიციებით.
საბოლოოდ გუსონს მიეცა შესაძლებლობა, რომ დაემტკიცებინა საკუთარი სიძლიერე, როდესაც მოუწია პაქსლების ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტის ჩაბარება-რიტუალი იმისთვის, რომ ოჯახში ზრდასრულად ჩაეთვალათ.გუსონის გასაოცარი სიჩქარის გამო, მისმა ოპონენტმა ვერ შეძლო მას დაწეოდა და გუსონმა სინᲐთლით გაჟღენთილი ხმლების დახმარებით იქამდე დაამარცხა ოპონენტი, სანამ იგი ერთ შელოცვას მაინც იტყოდა. მოხუცები გაოცებულები იყვნენ გუსონის საოცარი შესაძლებლობებით, მაგრამ მათი მკაცრი ტრადიციების გამო არ მიიღეს გუსონი და არჩევნის წინაზე დააყენეს: ან იგი შეწყვეტდა ასე ბრძოლას ან ოჯახიდან განდევნიდნენ. გუსონმა საკუთარი დამოუკიდებელი ბუნებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ოჯახის დატოვება. თავისი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბნელი ჯადოქრები გამოცხადნდნენ გუსონი დაატყვევეს თავისი სინათლის მაგიით და მისი გასამართლება მოითხოვეს.
თუმცა გუსონს მხოლოდ გაეღიმა. მან ეს ყველაფერი სისულელედ ჩათვალა და ისე გაექცა ბნელ ჯადოქრებს, რომ ისინი ვერც კი მიხვდნენ რა მოხდა. სახლის დატოვების დროს გუსონმა მხოლოდ ერთხელ გამოიხედა სახლისკენ და გადაწყვიტა, რომ მთელი განთიადის მიწა გაიცნობდა მას და გაიგებდა მისი ნამდვილი ძალის შესახებ.
ამის შემხეგ გუსონი საკუთარი ხმლებით ებრძოდა მტრებს და თვალის დახამხამებაში ანაᲓგურებდა მათ.