Celestial Palace, ღმერთების სახლი, ერთ დროს ძალიან მღელვარე ქალაქი იყო, რომელსაც უამრავი ნაზარელი მცველი ზედამხედველობდა. ნებისმიერი დემონი, რომელიც ქალაქთან მიახლოებას გაბედავდა, საკუთარ თავზე გამოცდიდა მცველთა ფრენის სისწრაფეს და ელვისებურ მათრახს, რომლებიც თავის მსხვერპლებს ყველა ზებუნებრივ შესაძლებლობას ართმევდა. თუ ეს ზეციური მეომრები დაედევნებოდნენ, ვერცერთი დემონი მოახერხებდა მათგან გაქცევას. მათი წყალობით Celestial Palace-ში მარადიული მშვიდობა დამყარდა. მათმა ლიდერმა კაიამ, შეძლო ელვის ძალა სუფთა ენერგიად ექცია და მასზე კონტროლი მოეპოვებინა. ამის წყალობით იგი კატასტროფულ ზიანს აყენებდა ყველაიმ მტერს, რომელიც პირისპირ შეხვდებოდა. კაია იცავდა უშუალოდ ქალაქის მმართველს. მრავალი საუკუნის წინ, მას შემდეგ, რაც მმართელმა მცველების შექმნა დაასრულა და გაუჩინარდა, ქალაქი ნელნელა ნადგურდებოდა. როდესაც ურანუსი გააქტიურდა, ქალაქის მმართველმა ახალი ბრძანებები გასცა. მათ უნდა განედევნათ ბოროტი დემონები Celestial Palace-დან და აღედგინათ იგი ბატონის დაბრუნების მოლოდინში.