ჩოუ დაიბადა შორეულ ანტუინრეის გარეუბანში, სადაც იგი ყველაზე რთულ პირობებში ცხოვრობდა, თუმცა მკაცრმა საცხოვრებელმა გარემომ, ვერაფერი უქნა მის გულში არსებულ სიკეთეს. იგი დაუღალავად შრომობდა და ზრუნავდა მასთან მცხოვრებ მოხუცებზე და მცირეწლოვან ბავშვებზე. თუმცა Land of Down_ის არეულობის ზრდამ და არასტაბილურობამ საბოლოოდ შორეულ იზოლირებულ ღარიბულ მიწებამდეც მოაღწია. ერთხელ ჩოუმ გადაარჩინა მოხუცი ბერი, რომელსაც ბრბო მოსდევდა. მან იგი შეიფარა და თავის ღარიბულ სამყოფელში დააბინავა. ამ სიკეთის სანაცვლოდ, ბერმა ის კუნგ ფუს სრულყოფილ მებრძოლად აქცია და უთხრა, რომ სამყაროს სჭირდებოდა გმირი, რომელიც ამ არეულობას ბოლოს მოუღებდა. მოწაფეობის დასრულების შემდეგ, ჩოუმ ბერს შეჰფიცა, რომ ნამდვილი გმირი, რომელიც სამყაროს სჭირდებოდა, ის გახდებოდა. ამის შემდეგ იგი უკან მოუხედავად გაემგზავრა Land of Dawn-ის ცენტრისკენ. მოხუცი ბერი უყურებდა როგორ ტოვებდა შორს მიმავალი ჩოუ საცხოვრებელ ადგილს, თავი გააქნია და გაუჩინარდა. ჩოუმ, როგორც კი შეაბიჯა Land of Dawn-ის მიწებზე, მაშინვე იგრძნო რომ იქაურობა ძლიერებით იყო სავსე. მან ბევრი მტერი მალევე გაიჩინა თავისი ახალგაზრდული უგუნურების გამო, მაგრამ რამდენიმე მეგობარიც შეიძინა. მათ შორის იყო ლანსელოტიც, რომელიც ყოველთვის აკრიტიკებდა ჩოუს გემოვნებას ტანსაცმელში. ლანსელოტის ამ პრეტენზიების შემდეგ, მან შეცვალა თავისი სამოსი სულ სხვა სტილის ჩაცმულობით. თავისი ახალი სტილით აღფრთოვანებული ჩოუ უფრო ღრმად შევიდა Land of Dawn-ში, რომლის მიზანიც ტანჯვის აღმოფხვრა იყო.