1

Argus - MLBB

Martis The Ashura King27-02-2021, 07:49
კატეგორია: MLBB - ს ისტორიები
Argus

   Land of Dawn-ის მონიანის იმპერია, ანგელოზთა დალოცვით სარგებლობდა. სინათლის ანგელოზი, რაფაელა, ხალხზე გადმოსული თავისი ბრწყინვალებით, ყველა მათ დაავადებას კურნავდა. ბნელეთის ანგელოზი არგუსი, დანაშაულის დამსჯელი გახდა. ერთად, მათ შეინარჩუნეს მშვიდობა და ბალანსი მთელს ქვეყანაში. 
   თავდაპირველად ისინი პარტნიორი ანგელოზები იყვნენ, რომლებიც ჩუმი გაგებით მოქმედებდნენ. მიუხედავად იმისა რომ არგუსი ბოროტების დამსჯელი გახლდათ და მისი პიროვნება უფრო ექსტრემალური იყო, მან მაინც დააარსა სინათლის ტაძარი, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ სამყაროში ომისა და კონფლიქტის გარდა ბევრი სხვა რამ არსებობდა. სურდა, რომ სიკეთით, კომფორტითა და გამხნევებით მათი ცხოვრება შეევსო. იმპერიის საქმეებზე ზრუნვის დროს, არგუსი ყოველთვის არ სჯიდა ბოროტებას.  სწორედ ამიტომ იზრდებოდა მათი ძალა და ბოროტება, ვინც არგუსს უნდა დაესაჯა. ასეთ ოპონენტებთან დასაპირისპირებლად, საჭირო გახდა დამსჯელიც გაძლიერებულიყო. არგუსი დამოკიდებული გახდა ბრძოლაში თავისზე ძლიერების დამარცხებაზე, მაგრამ ახლა, როცა სჯიდა მათ ვინც შესცოდა, ამას საკუთარი დიდებისა და ძალისთვის აკეთებდა. ამიტომ დაეცა არგუსი და მოწყვეტილ იქნა ზეციური მადლიდან. 
   არგუსის ასეთ ყოფას, დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს უფსკრულის მბრძანებელი, რომელმაც განმიზნულად გამოიწვია დანაშაულები, რათა არგუსი უფრო ღრმად ჩაფლულიყო თავის კორუფციაში. ის არგუსს დაპირდა, რომ წყვდიადის ძალები მას უფრო ძლიერს გახდიდა. მისთვის ძლიერი მსახურის მოსაპოვებლად, მან მიიტყუა არგუსი უძველესი ბეჭდის ცოდნითა და ძალით. ძალაუფლების სურვილზე მოწყურებულმა არგუსმა, გატეხა საკუთარი უძველესი ბეჭედი და გაათავისუფლა ბოროტების მახვილი "Demise"(დაღუპვა). არგუსი მთლიანად მოექცა უფსკრულის მბრძანებლის კონტროლის ქვეშ და იქცა მის ყველაზე ერთგულ მსახურად.
   ლეგენდა ამბობს, რომ Demise-ს მფლობელი დაიცლება სასიცოცხლო ძალებისგან იქამდე სანამ არ მოკვდება. ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილმა არგუსმა, სიცოცხლე შესწირა მახვილს, და ახლა მასთან თანაარსებობს სიბნელის წონასწორობაში. მას მოაკლდა ბრძოლა და ქაოსი, სწყურია შერკინება ღირსეულ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც მის ბრძოლის მიმართ დამოკიდებულებას დააკმაყოფილებენ. ის არის ანგელოზი, რომელიც საკუთარი მახვილით სულებს აშავებს.
   სინათლის ანგელოზ რაფაელას, არასდროს შეუწყვიტავს მისი ძებნა. მან იცის რომ ანგელოზის კორუფცია, ნებისმიერი ადამიანის კორუფციაზე უარესია. როცა არგუსის გულის განკურნება სცადა მისი ამბოხებულობისგან, მას თავს დაესხნენ და გააძევეს. ახალ არგუსთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რაფაელა სინანულის ცრემლებით ატირდა. თუმცა არგუსი რაფაელაზე თავდასხმას თავს არიდებდა. სიბნელისა და სინათლის ანგელოზების გამოსასყიდი, გავლენას მოახდენს სამეფოს ბედზე.





კომენტარები: (0)
reload, if the code cannot be seen
სხვა
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად სიახლეში...
5-04-2021, 18:02
მოახლოებული
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად სიახლეში...
31-03-2021, 13:14
მოახლოებული
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად ...
31-03-2021, 13:04
სხვა
სრული ინფორმაცია იხილეთ ვრცლად სიახლეში...
29-03-2021, 10:23
5-04-2021, 18:02
31-03-2021, 13:14
31-03-2021, 13:04
29-03-2021, 10:23
27-03-2021, 18:09
14-03-2021, 16:24
13-03-2021, 17:23
ახალი ამბების რესურსი "თქვენი საიტი" შეიქმნა მოთამაშეების მიერ იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ გაითვალისწინონ სათამაშო სამყაროს უახლესი ამბები. ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს თამაშების შესახებ და დაუყოვნებლივ ვაქვეყნებთ მათ საიტზე. ჩვენ ვწერთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს, განცხადებებს, ვაქვეყნებთ ახალ ტრეილერებს და ვიდეოებს მომავალი თამაშებისთვის, მივყვებით თამაშების გამოფენებს და ტექნიკურ სიახლეებს. გარდა კონსოლის თამაშების შესახებ ინფორმაციისა, ჩვენ ასევე ვწერთ ახალ ამბებსა და სტატიებს მობილური თამაშებისთვის და ონლაინ პროექტებისთვის. იყავით განახლებული უახლესი ამბების შესახებ - მიჰყევით თამაშებს თამაშის სიახლეებთან და სტატიებთან ერთად "თქვენი ვებსაიტი"!
© 2020 MobileGames.Ge ყველა უფლება დაცულია.
up