შურას კლანის უთვალავი თაობა, იზოლირებულად განვითარდა არკაპადას სამყაროში. მათი მამაკაცები მსოფლიოში არიან განთქმულები თავისი მამაცი მებრძოლებით, ხოლო ქალები სილამაზით. შურას კლანს სწამს ლეგენდა 3000 საიდუმლო დემონთა სამყაროზე, რომლებშიც შესვლისთანავე უნდა შეხვდეთ სხვადასხვა დონის ფსიქიკურ და ფიზიკურ განსაცდელებს. შურას კლანმა ამ სამყაროებში შესვლის გზა აღმოაჩინა. ის ვინც შეძლებდა 3000-ვეს დაპყრობას, შურას ხალხისთვის ნახევარღმერთად იქცეოდა. ამის გაკეთება კლანის უთვალავი თაობიდან ვერავინ შეძლო, სანამ მარტისი არ გამოჩნდა. მან ზეცა შეარყია თავისი ამბიციურობითა და მონდომებით. იგი ყოველდღე დაუღალავად სწავლობდა და ვარჯიშობდა, რათა გამხდარიყო ყოველდღე წინაზე ძლიერი და მიიწევდა საიდუმლო სამყაროებისკენ. მარტისს დემონთა ლეგიონების ჟლეტა განუმეორებელ პირად კმაყოფილებას ანიჭებდა.
არავინ იცოდა რამდენი წელი გავიდა, სანამ ის მიაღწევდა საბოლოო სამყაროს, რომელიც დანარჩენებზე გაცილებით რთული განსაცდელებით იყო სავსე. მრავალი მარცხის შემდეგ, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, თუმცა არ დანებდა, რადგან მასში ძალიან დიდი იყო დიდებისადმი ლტოლვა.
მან თავისი გამარჯვების სურვილი აქცია მრისხანე ტყუპ მახვილებად, რომლებსაც ახლა აშურას კბულებს უწოდებენ. უთვალავი დღე და ღამე იბრძოდა უკანასკნელი სამყაროს დასაპყრობად დემონების წინააღმდეგ ისეთი ძალებით, რომლის მსგავსიც არასდროს არავის ენახა მოკვდავზე.
საბოლოოდ კი ის გახდა პირველი აშურა, რომელმაც 3000 საიდუმლო დემონთა სამყარო მარტომ დაიპყრო და მოიპოვა მეფე აშურას ტიტული.